«Миряне» მოუწოდებენ უმე-ს მორწმუნეებს მივიდნენ რადასთან უფლებების დასაცავად
უკრაინის უმაღლესი რადა. ფოტო: walking.kiev.ua
აზოგადოებრივმა გაერთიანებამ «Миряне მოუწოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს მივიდნენ შემდეგ სამშაბათს, 2021 წლის 15 ივნისს 10:00, უმაღლესი რადის კედლებთან თავიანთი უფლებების დასაცავად. საზოგადოებრივი გაერთიანებამ «Миряне“-ს ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა და მართლმადიდებელმა მორწმუნემ ვასილი მაკაროვსკიმ შესაბამისი მიმართვა გამოაქვეყნა სოციალური ქსელების გვერდებზე და პროექტის YouTube-არხზე.
„თქვენ ყველამ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინაში ორი კანონი მოქმედებს, რომლებიც მთლიანად ანგრევენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების საკონსტიტუციო უფლებებს, - აღნიშნა ვასილი მაკაროვსკიმ. - ერთ-ერთი (№2673-VIII) ეხმარება რეიდერებს ჩვენი ტაძრების მიტაცებაში, ხოლო მეორე (№2662-VIII) - ჩვენი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელის წართმევაში. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალით მიტაცებული ან უკანონოდ გადაწერილი იყო 200-მდე ჩვენი ტაძარი <...> სახელმწიფოს ჩარევა ეკლესიის საქმეებში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაცია და სხვა „სწორი“, არჩეული კონფესიის წინ წამოწევა პოროშენკოს დროიდან სამარცხვინო ტრადიციად იქცა და, სამწუხაროდ, ეს ტრადიცია ასე თუ ისე ახალი ხელისუფლების დროსაც გრძელდება“.
ის ადასტურებდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერისკაცები უკვე არაერთხელ მიმართავდნენ ხელისუფლებას ამ დანაშაულებრივი კანონებისა და ეკლესიის დისკრიმინაციის გამო, პირადად გადასცეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისში 1 მილიონზე მეტი ხელმოწერა თავიანთი უფლებების დასაცავად.
„ჩვენი ტკივილი, მილიონობით ხელმოწერა თითქოს არც შეუმჩნევიათ. თუ პრეზიდენტის ოფისში ან უმაღლეს რადაში არ შეუძლიათ პრობლემის გადაწყვეტის თავიანთი ვარიანტის შეთავაზება, ჩვენ ჩვენსას შევთავაზებთ“, - ხაზი გაუსვა ვასილი მაკაროვსკიმ.
მან შეატყობინა, რომ ნიჭიერმა იურისტებმა მართლმადიდებელ ერისკაცთა რიცხვიდან მოამზადეს ორი კანონპროექტი, „რომლებიც გაარღვევენ ჩვენი მიმართვების გადამისამართებების ამ წრეს და გააუქმებენ ანტიეკლესიურ კანონებს“.
„შემდეგ სამშაბათს ჩვენ საჯაროდ გადავცემთ ამ კანონპროექტებს პრეზიდენტის ოფისს და უმაღლეს რადას. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა არაგულგრილ მართლმადიდებელ ქრისტიანს მივიდნენ უმაღლესი რადის კედლებთან, რომ ილოცონ და დაეხმარონ ხალხის რჩეულებს უკრაინის მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლებების დასაბრუნებლად. 15 ივნისი 10:00. შეხვედრამდე დანიშნულ ადგილას“, - მოუწოდა საზოგადოებრივი გაერთიანების «Миряне»-ს ხელმძღვანელმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ უკრაინაში გაჩნდა მაშტაბური პროექტი «Миряне», რომელიც მოუწოდებს უმე-ს მორწმუნეებს აღარ გაჩუმდნენ და აღარ იყვნენ უჩინარი უმრავლესობა, გამოხატონ აქტიური პოზიცია - რწმენის, ტრადიციული ღირებულებებისა და ეკლესიის დასაცავად.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.