უმე-ს მღვდლის დაჯილდოვების გამო მოითხოვენ ჩერნიგოვოს სსხ-ს გადაყენებას

ჩერნიგოვის საოლქო საბჭოს უფროსი ელენა დიმიტრენკო. ფოტო: newch.tv

ჩერნიგოვოს საოლქო საბჭოს ხელმძღვანელმა ელენე დმიტრენკომ საპატიო სიგელით დააჯილდოვა დეკანოზი მირონ კოვალევსკი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გოროდნიანსკის ოლქის ჩერნიგოვოს ეპარქიის მთავარხუცესი. ზოგიერთმა აქტივისტმა ამ დაჯილდოვებას დანაშაულებრივი უწოდა და მოითხოვეს დმიტრენკოს თანამდებობიდან გადაყენება.

რისხვის შემცველი პოსტები თავიანთ Facebooκ-გვერდებზე დაწერეს „სვობოდოვეცმა“ და საზოგადოებრივი გაერთიანების «Братство АТО» ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბრუხოვეცკიმ, პოროშენკოს მომხრემ ალექსანდრე იასენჩუკმა და უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ორდენოსანმა, ჟურნალისტმა როსტისლავ მარტინიუკმა.

უკანასკნელმა მოუწოდა, რომ დაიწყოს ელენე დმიტრენკოს საოლქო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა. თავის პოსტში მან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებს „სულელი მოსკოვიტები“ უწოდა.

არც ერთს, ვინც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის დაჯილდოვებით იყო აღშფოთებული, არაფერი არ დაუწერია თვით დაჯილდოვებულის შესახებ, არავითარი პრეტენზია არ გამოთქმულა მამა მირონის მიმართ. ამის ნაცვლად მათ  ჩვეული ცილისმწამებლური განცხადებები გაიმეორეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.

მამა მირონ კოვალევსკი უკვე მრავალი წელია სარაგებლობს პატივისცემით გოროდნოში, მან აღადგინა ძველი წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. მღვდლის ავტორიტეტზე მეტყველებს, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ის, ქალაქ გოროდნოში და რაიონში გამოკითხვით, აღიარეს „წლის ადამიანად - 2004“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა დაადანაშაულა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური შუღლის გაღვივებასა და ტაძრების მიტაცებაში.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.