უმე-ში ომის ვეტერანებს მიულოცეს, მათი ასაკი 97-დან 103 წლამდეა

99 წლის ნინა ივანოვნა აღდგომას და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გილოცავთ. ფოტო: Благовещенский приход УПЦ

უმე-ს სოციალურმა განყოფილებამ მხარი დაუჭირა საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს, რომელთა ასაკი 97-დან 103 წლამდეა. კიროვოგრადის ეპარქიაში ხარების სამრევლოს წინამძღვარმა მიულოცა ტაძრის 99 წლის მრევლის წევრ ქალბატონს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს. ამის შესახებ იუწყებოდა უმე-ს სინოდალური განყოფილების ტელეგრამ-არხი და ხარების სამრევლოს ფეისბუქ-გვერდი.

დედაქალაქში უმე-ს სოციალურმა განყოფილებამ მხარი დაუჭირა სოლომენსკის ვეტერანთა საბჭოს ვეტერანებს. სამხედრო მოქმედებების მონაწილეებს ტკბილეული გადასცეს ბრწყინვალე შვიდეულის დასაწყისში, წმინდა დიდმოწამე ძლევაშემოსილი გიორგის ხსენების დღეს.

„ვეტერანთა ასაკი მერყეობს 97-დან 103 წლამდე. ეს უკანასკნელნი საფრონტო ბრძოლების მონაწილეები არიან, რომლებიც ახლა კიევში ცხოვრობენ“, - აღნიშნეს უმე-ს სინოდალურ განყოფილებაში.

ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე ბორის დიმიტრის ძე პარაფეინიკოვი ყვებოდა, რომ ძალზე სასიამოვნოა, რომ იმდროინდელ ჭაბუკთა გმირობების ხსოვნა ცოცხალია თანამედროვე ახალგაზრდების გულებშიც.

„გვწამს, რომ ჩვენი დროის გმირების გმირობები გამოძახილს პოვებს უკრაინელთა გულებში და ისინი მომავალ თაობებს გადაეცემა“, - თქვა მან.

ხარების სამრევლოში ყვებოდნენ, რომ 9 მაისი მიულოცეს „მრევლის წევრ ქალბატონს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, შრომის ვეტერანს ნინა ივანეს ასულ ვარვინსკაიას, რომელიც უკვე 99 წლისაა, გილოცავთ ქრისტეს აღდგომას  და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს!“

„ბევრი მშვიდობიანი  წელი ყველა ჩვენს ვეტერანს!“, - ნათქვამია უწყებაში.

როგორც მჟკ წერდა, უმე-ში გაიმართა ლიტანიობა ოდესის გარშემო კასპეროვსკის ღვთისმშობლის ხატით.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.