მიტროპოლიტმა ბარსონოფიმ აღავლინა ლიტურგია ბელგრადის წმ. საბას ტაძარში
ვინიცკისა და ბარის მიტროპოლიტი ბარსონოფი. ფოტო: eparhia.vinnica.ua
უმე-ს ვინიცკის ეპარქიის ოფიციალური საიტი გადმოსცემს, რომ 2021 წლის 19 მაისს სერბეთის ქალაქ ბელგრადში არსებულ წმინდა საბას სახელობის ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინეს მისმა უწმინდესობამ და ვინიცკისა და ბარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ბარსონოფიმ.
მის უწმინდესობას მსახურებაში ეხმარებოდნენ ტაძრის მღვდელმსახურები, ასევე ეპარქიის მღვდელმსახურები.
ლიტურგიის დროს სპეციალური ლოცვა იქნა წაკითხული უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, კორონავირუსის პანდემიის დასრულებისათვის, ასევე ავადმყოფებისა და ექიმების ჯანმრთელობისათვის.
ლიტურგიის დასრულების მერე განსაკუთრებული ლოცვა იქნა წაკითხული წმინდა საბას სადიდებლად: ადგილობრივი ტრადიციის თანახმად აკურთხეს ღვეზელი, ღვინო და წადილი, რომელიც შემდგომ დაურიგდათ მორწმუნეებს.
ღვთისმსახურების შემდეგ მიტროპოლიტმა ბარსონოფიმ მომლოცველებთან ერთად მოინახულა აწ გარდაცვლილი სერბეთის პატრიარქის ირინეის საფლავი, სადაც ილოცეს მისი სულის საცხონებლად, სერბეთის პატრიარქი ირინეი გარდაიცვალა 2020 წლის 20 ნოემბერს.
ადრე ვინიცკის ეპარქიის მღვდელმსახურები ეპისკოპოს ბარსონოფთან ერთად ეწვივნენ სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის სრემის ეპარქიას.
ასევე სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის ბაჩის ეპისკოპოსი ირინეი 18 მაისს უმე-ს დელეგაციას შეხვდა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.