უუს-მ ზაპოროჟიის მიტროპოლიტი ლუკა ეჭვმიტანილად ცნო

უუს-ს წარმომადგენლები მიტროპოლიტ ლუკასთან. ფოტო: t.me/SBUkr

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ლუკას (კოვალენკო) ეჭვმიტანილის ცნობა გადასცა.

უსაფრთხოების სამსახურის ტელეგრამ-არხზე ნათქვამია, რომ მიტროპოლიტი ლუკა „უკრაინაში რელიგიური სიძულვილის პროვოცირებასა და გაღვივებაშია ეჭვმიტანილი“.

უუს-ს ცნობით, „მიტროპოლიტმა საჯაროდ გამოხატა თავისი ზიზღი სხვა სარწმუნოების მრევლის მიმართ“.

”მან არაერთხელ ახსენა ეს მრევლთან კომუნიკაციისა და საეკლესიო ლიტურგიის დროს”, - წერს უუს.

ასევე, უშიშროების წარმომადგენლების თქმით, ეპისკოპოსმა „პირად ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა პროვოკაციული შეტყობინებები, სადაც შეურაცხყოფდა სხვა რელიგიის წარმომადგენლების გრძნობებს“.

ამგვარად, უუს-ს თქმით, „მან შეარყია სოციალურ-პოლიტიკური ვითარება წინა ხაზზე, აგრესორი ქვეყნის სასარგებლოდ“.

დეპარტამენტში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ ინიცირებულმა „ექსპერტიზამ“ დაადასტურა მიტროპოლიტ ლუკას მიერ უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ დივერსიული ქმედებების ფაქტები.

ყოველივე ამის საფუძველზე, უუს-ის იერარქს ეჭვმიტანილის ცნობა გადასცეს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. (მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევა მათი რასის, ეროვნების, რეგიონალური კუთვნილების, რელიგიური მრწამსის და სხვა მახასიათებლების მიხედვით).

მისთვის აღკვეთის ღონისძიების არჩევის საკითხი წყდება. გამოძიება გრძელდება, წერს უუს. მიტროპოლიტ ლუკას პატიმრობა ემუქრება.

კომპლექსური ღონისძიებები ჩატარდა უუს-ს თანამშრომლების მიერ კიევის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობით.

მჟკ წერდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჩხრეკის ორდერით მივიდა ზაპოროჟიის მიტროპოლიტ ლუკასთან.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.