რმე-ში თქვეს, რომ არ აქვთ პრეტენზია მსოფლიო მართლმადიდებლობაში ლიდერობაზე

ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: black-n-white.press

პატრიარქ ბართლომეს გამონათქვამი ერთ-ერთ  ქართულ ტელეარხზე იმის შესახებ, რომ "მესამე რომის" იდეოლოგიასთან შესაბამისად რმე-ს სწყურია ლიდერობა მართლმადიდებლობაში, მოსკოვის საპატრიარქოს  საგარეო-საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) უწოდა "სუფთა მითოლოგია".

"ჩვენ სრულიად გვაკმაყოფილებს ჩვენი ადგილი დიპტიხში",- განუცხადა მეუფემ ინტერვიუში РИА «Новости"-ს.

მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, რომ პატრიარქი კირილი ოფიციალურ გამოსვლებში და განცხადებებში არასდროს არ უწოდებდა მოსკოვს მესამე რომს.

იმის განცხადება, თითქოს რუსული ეკლესია თავის ქმედებებში ხელმძღვანელობს "მესამე რომის" იდეოლოგიით- ეს იგივეა თქვა, თითქოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო იბრძვის ეგრეთწოდებული "დიდი იდეის" რეალიზებისათვის, სადაც საუბარია საბერძნეთის სახელმწიფოს აღდგენა ბიზანტიის იმპერიის ყოფილ საზღვრებში, ამბობს რმე-ს იერარქი.

"მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ XX საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიაქებს შორის ნამდვილად იყვნენ "დიდი იდეის" მიმდევრები- უპირველესად, პატრიარქი მელეთი(მეტაკსაკისი). მაგრამ მოსკოვის პატრიარქებს შორის არ ყოფილა ერცერთი, ვინც გამოხატავდა "მესამე რომის" იდეის მხარდაჭერას",-დაამატა მან.

"მესამე რომი"-ეს რელიგიურ-პოლიტიკური იდეაა, რომელიც შემოვიდა რუსეთში ბიზანტიიდან XVI საუკუნეში. 1589 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა  იერემია II-მ რუსეთის საპატრიარქოს დაარსების სიგელში  რუსეთის  სამეფოს   უწოდა "მესამე რომი, ღვთისმოსაობით ყველაზე აღმატებული".  მაგრამ რუსული ეკლესია არადროს არ ღებულობდა ამ კონცეპციას როგორც  ოფიციალურს. 

ადრე, როგორც მჟკ იუწყებოდა, ვოლოკამის მიტროპოლიტმა ილარიონმა უკრაინის მართლმადიდებლობაში განხეთქილების წარმოქმნაში კონსტანტინოპოლის წინამძღვრის ქმედებებს  უწოდა "დიდი შეცდომა, რომლის აღიარება მას არ უნდა".

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.