ბართლომემ დალოცა მუსულმანები და ისაუბრა მათ კავშირზე ქრისტიანებთან

.ფანარიონის მეთაური მუსლიმურ ვახშამზე - იფტარზე ერდოღანთან ერთად. ფოტო: irp.new

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე  იზიარებს მუსულმანების სადღესასაწაულო სიხარულს  მათი მარხვის დამთავრების დღესასწაულთან დაკავშირებით, ნათქვამია "ძმების და დების მსოფლიო მუსულმანური გაერთიანების" მიმართ გზავნილში ფანარიონის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში.  

ფანარიონის მეთაურმა გამოხატა "მხურვალე დალოცვა და გულითადი სურვილები ჩვენს ძმებს და დებს ისლამურ რელიგიაში მთელს მსოფლიოში".

პატრიარქ ბართლომეს სიტყვებით,საკვები როგორც სულიერების წყარო აახლოვებს ქრისტიანებს მუსულმანებთან.

"რა მშვენიერია, რომ ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი ელემენტი საკვები, აერთიანებს ყველას საკვების საერთო მაგიდასთან ერთობლივად მიღების კურთხეულ აქტში,-აღნიშნა მან.- საკვები ხდება სულიერების წყარო და მიზეზი დღესასწაულისათვის. ეს გვაახლოვებს ჩვენ ჩვენს მუსულმან ძმებთან და დებთან ყველა ქვეყანასა და ყველა კონტინენტზე. ის გვაერთიანებს, როგორც რელიგიურ ლიდერებს, ასევე ღვთის მორწმუნეებს, მამაკაცებს და ქალებს, ახალგაზრდებს და მოხუცებს".

საკვები, ფანარიონის მეთაურის აზრით, აერთიანებს ადამიანებს მიუხედავად მათი რელიგიური რწმენისა, "იმიტომ რომ არ არის განსხვავება ადამიანებს შორის ღმერთის წინაშე".

გზავნილში აღნიშნულია, რომ გარდა კვებისა და მარხვისა არსებობს სხვა სფერო, რომელშიც ფანარიონს და მუსულმანებს "შეუძლიათ და უნდა მონახონ საერთო პარამეტრები".

"დაე იმავე ღმერთმა მოუტანოს მშვიდობა ყველას და აყვავება მთელ მსოფლიოს", უსურვა გზავნილის დასასრულს პატრიარქმა ბართლომემ.

კომენტარებში  მიაქციეს ყურადღება ასეთ ფორმულირებას, ქრისტიანები ხომ ეთაყვანებიან სამებას, ხოლო მუსულმანების ალაჰი-არ არის სამება.

"უწმინდესო, ეს არ არის ერესი, ასწავლო, რომ ისლამი და ქრისტიანობა ემსახურებიან ერთ და იმავე ღმერთს?",-იკითხა George Papafotiou-მ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ფანარიონის მეთაურმა მიიღო მონაწილეობა მუსულმანურ იფტარ-ვახშამზე ერდოღანთან ერთად.

 

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.