უმე-ს თემმა როვენის ოლქის ს. მალინსკში სასამართლოში ტაძარზე უფლება დაიცვა
პეტრე და პავლე მოციქულის ტაძარი მოლინსკში. ფოტო: СПЖ
2021 წლის 14 მაისს შედგა საქმის მოსმენა ბერეზნოვსკის რაიონულ სასამართლოში, სოფელ მალინსკის წმინდა პეტრე-პავლეს ეკლესიის უმე-ს თემის მიერ სარგებლობის დაბრკოლების მოხსნის შესახებ. სასამართლო სხდომის შედეგებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა როვენის ოლქის სოფელ მალინსკიდან მოიგეს მეუ-ს მომხრეების მიერ შეტანილი სარჩელი.
როგორც სარნენის ეპარქიის სამართალდამცველმა რაისა პრიხოდკომ განაცხადა, სარჩელი შეიტანა მეუს- ახლადშექმნილი თემის ფიზიკურმა პირმა ვლადიმირ გნესმა.
"ამ სიტუაციის პარადოქსი იმაში მდგომარეობს,რომ ვლადიმერ გნესი არის სოფელ მალინსკის წმინდა პეტრე-პავლეს უმე-ს ეკლესიის წინამძღვარი,- დააკომენტარა საქმე სამართალდამვველმა.- მაგრამ რამდენადაც საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციამ ლიკვიდაცია გაუკეთა უმე-ს თემს მეუ-ს ფსევდოშეკრების საფუძველზე, მათ არ შეუძლიათ მიმართონ მის წინამძღვარს".
ტაძარზე თავისი პრეტენზიების მტკიცებულებებად მეუ-ს მომხრეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს მათ მიერ ფალსიფიცირებული "უფლება საკუთრებაზე" მალისნკში მდებარე მოციქულთა პეტრესა და პავლეს ეკლესიაზე. თავისი მოქმედების მოტივაცია მათ წარმოადგინეს ისე, რომ უმე-ს თემმა დაკარგა საკუთარ ტაძარზე უფლების მოწმობა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
"მოწმობა აქვს წინამძღვარს, მაგრამ სასამართლოს მან არ უჩვენა. მოსმენის დასრულების შემდეგ მამა ვლიდიმირმა შეიტანა განცხადება პოლიციაში საბუთის გაყალბების გამო, რაზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე",- თქვა სამართალდამცველმა რაისა პრიხოდკომ.
საქმის განხილვის შედეგებით, ბერეზნოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი უარი ეთქვას სარჩელის შეტანაში მეუ-ს თემს.
როგორც მჟკ იუწყებოდა, ტაძარზე თავისი უფლებების დასაცავად იბრძოლებენ ასევე უმე-ს სარნენსკის ეპარქიის სხვა მორწმუნეები - წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის თემი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.