კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში რესტავრატორთა მომზადება იწყება

ფორუმი გაიმართა არსენალის Creative State of coworking სივრცეში. ფოტო: mcip.gov.ua

უკრაინაში იწყებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის სპეციალისტთა მომზადების ნაციონალური პროგრამის განხორციელებას, ვინაიდან ამ საქმეში პროფესიონალები არ ჰყოფნით. ამის შესახებ კულტურის სამინისტროში განაცხადეს.

კულტურის მინისტრისა და საინფორმაციო პოლიტიკის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა როსტისლავ კარანდეევმა გააზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში სარესტავრაციო საქმის პროფესიონალთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა ომამდელ პერიოდთან შედარებით.

მისი აზრით, ახალი სპეციალისტი-რესტავრატორების მომზადება ახლავე უნდა დაიწყონ, რადგან „ომის დამთავრებისთანავე  საკადრო კორპუსი უკვე მზად იყოს მთელ ქვეყანაში მასშტაბური რესტავრაციისთვის“.

კარანდეევის ინფორმაციით, უკვე ახლა ხდება კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაცია იქ, სადაც ამის საშუალებას იძლევა უშიშროების პირობები, კერძოდ კი, უკრაინის დასავლეთში.

პროგრამის მიზანს უწყებაში აყალიბებენ როგორც რესტავრაციის განვითარებას თანამედროვე მსოფლიო დონეზე, კადრების სწავლებას და მომზადებას, კათედრების გახსნას მთელ ქვეყანაში, სწავლებისა და პრაქტიკის ორგანიზებას, მათ შორის საზღვარგარეთაც.

ნათქვამია, რომ პროგრამა დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სრულიად უკრაინული ასოციაციის ინიციატივით კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს, აგრეთვე უკრაინის ნაციონალური კომიტეტის ICOMOS (ძეგლებისა და ისტორიული ადგილების დაცვის საერთაშორისო კომიტეტის) მხარდაჭერით.

როგორც მჟკ წერდა, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ომის გამო  დაზიანდა და დაინგრა კულტურული ინფრასტრუქტურის 1946 ობიექტი, მათ შორის უმე-ს ტაძრების დიდი რაოდენობაა.

აგრეთვე ისტორიის ნაცმუზეუმი იუწყება, რომ მან ფული შეაგროვა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის (ე.წ. დესატინაიას ეკლესიის) დასანგრევად.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.