მეუ-ს «იერარქი»: გამარჯვების დღე? მინდა ვიკითხო – ვისი ვისზე?
Михаил Зинкевич. Фото: скриншот c YouTube-канала «Православ'я Волині»
მეუ-ს ვოლინისა და ლუცკის «მიტროპოლიტი» მიხეილ ზინკევიჩი აღსარებაზე მოსულ მრევლს უყვებოდა, რომ ვერ ხვდება რატომ ზეიმობს უკრაინელი ხალხი 9 მაისს.
მისი სიტყვებით, «ჩვენ დღეს ვიხსენებთ ომს, და რატომღაც გიწევს უთხრა ყველას - გილოცავ გამარჯვების დღეს. მაგრამ მე, მინდა გულახდილად ვიკითხო – ვისი გამარჯვება ვისზედ?
«რა არის ჩვენთვის ვოლინის მაცხოვრებლებისთვის 9 მაისი, როდესაც ისევ შეიკრიბნენ ,,ლოთები’’ ? ჩვენთან რაც მეტი დრო გადის ომიდან, - მით უფრო მეტი ვეტერანი გვყავს – განაცხადა ზინკევიჩმა.
მან ასევე მოყვა, რომ 20- იან წლებში მოვიდნენ ვოლინში პოლონელები და ,,ყველაფერი წაიღეს’’ . შემდეგ 1938 წელს, მისი სიტყვებით, «ჩვენ სიხარულით ვხვდებოდით განმანთავისუფლებლებს, რომლებმაც გაგვანთავისუფლეს პოლონური წნეხისგან», ხოლო «მათ შეგვკრიბეს ყველა და დაგვხვრიტეს».
«მაგრამ მადლობა ღმერთს მოვლენ გერმანელები და გაგვანთავისუფლებენ პოლონელებისა და რუსებისგან», – თქვა «მიტროპოლიტმა». მაგრამ ამ შემთხვევაში, ამბობს მიხეილი, განთავისუფლება არ მოხდა , რადგანაც «ისევ მოვიდნენ რუსები».
«და აი ახლა მე გისვამთ თქვენ, მოაზროვნე უკრაინელებს კითხვას – რომელი გამარჯვების დღეა დღეს? სად არის აქ უკრაინული დიდება? სად არის აქ სიცოცხლის გაფრთხილება? სად არის აქ სიყვარულისა და სამართლის დიდება? მითხარით, რისი აღნიშვნა გვსურს დღეს ჩვენ? განა საბჭოთა ჯარისკაცი არ გვესროდა ჩვენ? ის არ იყო? ის იყო. ანუ ვის ვადიდებთ დღეს ჩვენ? დღეს ჩვენ მოვიხსენიებთ ყველა უდანაშაულოდ მოკლულ ადამიანს. არ არის დღს გამარჯვების დღე, რადგანაც ამ ომში უკრაინას არც ერთხელ არ გაუმარჯვია. აქედან გამომდინარე ვინ ზეიმობს დღეს? ზეიმობს ის, ვინც აქ (უკრაინაში – რედ.) კლავდა», – ხაზი გაუსვა მიხეილ ზინკევიჩმა.
ადრე მჟკ-მ დაწერა, რომ მიხეილ ზინკევიჩმა უკრაინის ჯარისკაცები წმინდანებად შერაცხა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.