ტაკერ კარლსონი: უკრაინის ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ მღვდლებს ციხეებში აგდებს

ტაკერ კარლსონი. ფოტო: скриншот twitter.com/TuckerCarlson

ტაკერ კარლსონი. ფოტო: скриншот twitter.com/TuckerCarlson

ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ მართლმადიდებელ მღვდლებს და მონაზვნებს ციხეებში აგდებს.

2024 წლის 9 აპრილს თავის საავტორო პროგრამაში, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს X-ში (ყოფილ ტვიტერში), ტაკერ კარლსონი ყვებოდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნაზე.

მისი სიტყვებით, „აშშ-ს ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლებას გადასცა 100 მილიარდ დოლარზე მეტად ბევრი“.

„და რა მოხდა? რა ქნა ამ ხელისუფლებამ? მან აკრძალა მთელი ქრისტიანული დენომინაცია“, - თქვა კარლსონმა და მხედველობაში ჰქონდა უკრაინის ხელისუფლების განზრახვა, რომ მიიღოს კანონი ეკლესიის აკრძალვის შესახებ.

ამერიკელმა ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა, რომ „ზელენსკის ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ მართლმადიდებელ მღვდლებს და მონაზვნებს ციხეში აგდებს, აგრეთვე ის აგზავნის ჯარს ეკლესიებზე თავდასხმის მოსაწყობად“.

ჟურნალისტი აღშფოთებულია, რომ ქრისტიანი ლიდერები არ რეაგირებენ უკრაინის ხელისუფლების ამგვარ ქმედებებზე.

მანამდე მჟკ წერდა, რომ, ტაკერ კარლსონის სიტყვებით, უკრაინის ხელისუფლებამ აკრძალა მთელი ეკლესია, ხოლო აშშ ამაზე ხმას არ იღებს.

წმინდა გაბრიელ სალოსის ხატებს და წმინდა ნაწილებს კანადის ოთხ ქალაქში მიაბრძანებენ

წმინდა გაბრიელ ქართველის ნაწილების შემცველი ხატისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „წილხვდომილობის“ ხატის მოგზაურობა კანადის ოთხ ქალაქში ღვთისმსახურებებით გაგრძელდება.

20 ოქტომბერს ეკლესია წმინდა ამბროსი აღმსარებლის ხსენებას აღნიშნავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ სიცოცხლე ეკლესიის, სამშობლოსა და ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მიუძღვნა.

მიტროპოლიტმა გერასიმემ ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დალოცა.

ჭიათურის საჯარო სკოლებში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები შეხვდნენ

სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან ადამიანის მისიის, ხედვისა და პერსპექტივის საკითხები განიხილეს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას გამოეხმაურა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, „ტვ პირველისა“ და „ფორმულასთვის“ აკრედიტაციის შეზღუდვა საეკლესიო შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევას უკავშირდებოდა და ლიტურგიკული წესრიგის დაცვას ემსახურებოდა.

გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

კონფერენციის მოხსენებები საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხებს, ალავერდელი ეპისკოპოსის ზებედესა და წმინდა ნინოს ჯვრის ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით კვლევას შეეხებოდა.