პოგრებინსკი ბლინკენისა და მეუ-ს შეხვედრაზე: განხეთქილების კურსი გაგრძელდება
უკრაინელი პოლიტოლოგი მიხეილ პოგრებინსკი. ფოტო: rian.com.ua
პოლიტიკური კვლელვებისა და კონფლიქტოლოგიის კიევის ცენტრის დირექტორის, პოლიტოლოგ მიხეილ პოგრებინსკის აზრით, ჩვენს ქვეყანაში ამერიკელები ატარებენ უკრაინის მართლმადიდებლობის განხეთქილების თანმიმდევრულ ხაზს და ამ კურსის მხარდაჭერა განხორციელედება მიუხედევად იმისა, ვინ იქნება თეთრ სახლში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში პოლიტოლოგმა განმარტა, რომ ვაშინგტონი „აღიქვამს აღმოსავლეთის ქრისტიანობას როგორც მსოფლიოში მისი დომინირების დაბრკოლებას“. ვინაიდან ამერიკის გავლენის ორბიტაში მყოფი უკრაინა მიეკუთვნება მართლმადიდებლური ტრადიციის სახელმწიფოებს, ამიტომ თეთრი სახლის ახლანდელი ადმინისტრაციის მიზანი იგივეა - „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განხეთქილება და დასუსტება“.
„ამისთვის სპეციალურად შეიქმნა პოლიტიკური სტრუქტურა ეპიფანეს მეთაურობით. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი შეხვდა მას როგორც პოლიტიკოსს და არა როგორც რელიგიურ ლიდერს“, - ხაზი გაუსვა უკრაინელმა ექსპერტმა.
ამიტომ არ ღირს ამ შეხვედრის მნიშვნელობის გადაჭარბება, აღნიშნა პოლიტოლოგმა. „რა თქმა უნდა, ის მნიშვნელოვანია უკრაინის ეკლესიის საქმეებისთვის, მაგრამ ყველაფერი ბლინკენზე არ არის დამოკიდებული. პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი იქნება. მხოლოდ ამ შეხვედრის შემდეგ შეიძლება ველოდოთ სიგნალებს, რომლებიც დაგვეხმარებიან უკრაინის მართლმადიდებლობის მოვლენების შემდგომი განვითარების პროგნოზირებაში“, - დაასკვნა მიხეილ პოგრებინსკიმ.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, რომ ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის უფროსმა, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) ვარაუდი გამოთქვა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების აშკარა დაცვა აშშ-ს სახელმწიფო მინისტრის მიერ, ზოგიერთმა უკრაინაელმა მოხელემ აღიქვა როგორც ბრძანება მოქმედებებისკენ, რომლებიც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ტაძრების მიტაცებას პროვოცირებენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.