ესპანეთში რმე-ს მღვდელი წირვის ჩატარების დროს დაიწვა

რკე-ს მღვდელი ჰავიერ სანჩესი. ფოტო: Mirror

ესპანეთის ქ. სარაგოსაში დედათა მონასტერში სააღგომო  წირვის დროს კათოლიკე მღვდლის ჰავიერ სანჩესის შესამოსელს ცეცხლი წაეკიდა, ის დამწვრობის შედეგად ოთხი დღის შემდეგ გარდაიცვალა,-იუწყება Mirror.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნახშირის თასიდან ნაპერწკალი მოხვდა შესამოსელს და ძალიან სწრაფად აალდა, რმე-ს მღვდელმა მიიღო 50-პროცენტიანი სხეულის დამწვრობა. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ნახშირთან ერთად თასში გამოყენებული იყო პარაფინი.

როდესაც სანჩესის შესამოსელს ცეცხლი წაეკიდა, ის იდგა ნახშირის თასისა და მონაზვნებს შუა, და შეძლო მათი ცეცხლისაგან დაცვა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, სააღდგომო მესის დროს, რომელსაც ატარებდა პაპი ფრანცისკე, ჩამოვარდა მაცხოვრის დიდი ხატი,რომელიც დაბრძანებული იყო საკურთხეველში, მოციქული პეტრეს ტაძრის წინ მდებარე ნაგებობაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.