უმე-ს იურიდიულმა განყოფილებამ დუმენკო მანიპულაციაში გამოიჭირა
დეკანოზი ალექსანდრე ბახოვი. ფოტო: news.church.ua
უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა მეუ-ს მეთაური ეპიფანე დუმენკო მანიპულაციაში გამოიჭირა, რომელიც აცხადებდა , რომ უკრაინის სასამართლოს უმაღლესი პალატის მიერ გამოტანილ იქნა განაჩენი ხმელნიცკის მხარის სოფელ სუტკოვციში მდებარე წმინდა-პაკროვის სახელობის ტაძრის თემი დარეგისტრირდა მეუ-ს შემადგენკობაში. გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ უმაღლესმა სასამართლომ უარყო დაეკმაყოფილებინა უმე-ს წარმომადგენლების სარჩელი იმის გამო, რომ მათ მიმართეს სხვა სასამართლოს, და არა იმიტომ , რომ მან მეუ – ში ხელახალი რეგისტრაცია კანონიერად მიიჩნია, საუბარია უმე-ს იურიდიულ განყოფილების განცხადებაში.
მამა ალექსანდრემ აღნიშნა, რომ 2021 წლის 6 მაისს უკრაინის უმაღლესმა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა გამოქვეყნებული. მაგრამ მეუ-ს წარმომადგენლებმა და პირადად დუმენკომ პირველივე შესაძლებლობისას გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია თემის მეუ-ში გადასვლაზე. «გუშინ ის (სასამართლოს გადაწყვეტილება, – რედ. შესწ.) გამოჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილების ერთიან რეესტრში, და ჩვენ ვხედავთ, რომ მეუ-ს წარმომადგენლებისა და პირადად სერგეი დუმენკოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს», – აღნიშნა უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსმა.
მან ახსნა, რომ სასამართლომ უარი თქვა უმე-ს წარმომადგენლების სარცელის დაკმაყოფილებაზე, რადგან მათ შეუსაბამო გზა აირჩიეს თავიანთი უფლებების დასაცავად. ასევე საქმეში გამოვლინდა სპეციფიკური გარემოება, რომლის მიხედვითაც მსგავსი ტიპის საქმეს განიხილავს ეკონომიკური იურისდიქცია.
დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა აღნიშნა, რომ სოფელ სუტკოვცის თემი თავისი სიმართლის დასამტკიცებლად კიდევ ერთხელ მიმართავს სასამართლოს, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
როგორც მჟკ წერდა, უმე-ს იურიდიულმა განყოფილებამ უარყო მეუ-ს განცხადება, თითქოს და სასამართლომ მათ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.