უმე იერარქი: ბლინკენის სიტყვებმა შეიძლება მეუ-ს ახალი მიტაცებისკენ მოუწოდოს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ეპიფანე დუმენკო კიევში 6 მაისს. ფოტო: pomisna.info
6 მაისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის ღია დაინტერესებამ მეუ-ს განვითარებისკენ სვლაში, ზოგიერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა შიეძლება მიიღოს, როგორც მოქმედების დაწყების სიგნალი, რაც უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიების დარბევის მაპროვოცირებელია. ამის შესახებ ევროპის საერთაშორისო ორგანზაციებში უმე-ს წარმომადგენელმა ბორიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) თავის ტელეგრამ არხზე დაწერა.
საუბარია ბლინკენისა და მეუ-ს მეთაურის ეპიფანე დუმენკოს შეხვედრის ფარგლებში განხილულ საკითხზე «ხელოვნურად გამოწვეული დაბრკოლებების დაძლევა, სინდისის თავისუფლების პრინციპის საფუძვლებზე, საზოგადოების მხრიდან კუთვნილების განსაძღვრა». უმე-ს იერარქმა აღნიშნა, რომ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია ყოველთვის იცავდა და დაიცავს ამ ორ პრინციპს - რწმენისა და სინდისის თავისუფლებას, და უკრაინის ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ამ პრინციპების დაცვისაკენ. «ენტონი ბლინკენის სიტყვები " წინაღობების დაძლევაზე" რამოდენიმე უკრაინელმა ჩინოვნიკმა შეიძლება მიიღოს, როგორც სიგნალი მოქმედების დაწყებისა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს უმე-ს ტაძრების დარბევის ახალ სერიას, შედეგი - რელიგიური კონფრონტაცია და დაძაბულობა საზოგადოებაში», – თვლის ეპისკოპოსი ვიქტორი.
ეპისკოპოსმა ვიქტორმა გაიხსენა, რომ ბოლო წლებში უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია არაერთხელ გამხდარა ცალკეული პოლიტიკური ძალებისგან შევიწროებისა და ძალადობის ობიექტი, როდესაც ირღვეოდა ადრე თქმული თავისუფალი ნების პრინციპი. «ტაძრების წართმევა, ფიზიკური ძალადობა, უმე-ს წევრების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება, ასევე აგრესიული რიტორიკა და ბანალური უგულებელყოფა უმე-ს წარმომადგენლების მიმართ (მაგალითად უმე-ს წევრების უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაუშვებლობა) – ყველაფერი ეს, სამწუხაროდ, გახდა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი», – განაცხადა ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებში უმე-ს წარმომადგენელმა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, დუმენკომ და ბლინკენმა განიხილეს, როგორ დაეხმარონ უმე-ს წარმომადგენლებს მეუ-ში ,,გადასვლაში’’.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.