მართლმადიდებლები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას აღნიშნავენ
წმინდა ხარების ხატი. ფოტო: arthive.com
7 აპრილს, ჯვრის თაყვანისცემის კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უდიდეს საუფლო დღესასწაულს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას.
ამ დღეს მორწმუნეები იხსენებენ ქალწულ მარიამის წინაშე მთავარანგელოზ მიქაელის გამოცხადებას, რომელმაც წმინდა ქალწულს ახარა, რომ სწორედ მისგან, უბიწო ჩასახვით იშვება ღვთის მიერ აღთქმული მაცხოვარი იესო ქრიატე. თვით ხარების მოვლენის შესახებ წმინდა მახარებელი ლუკა იუწყება.
ხარების დღე ორმაგი მოვლენით აღინიშნება - ღვთის წყალობის გამოვლენა ადამიანთა მიმართ და ადამიანთა მიერ ამ წყალობის, ხარების მიღება.
წმინდა ქალწულის თანხმობის გარეშე ჩვენი ცხონებაც ვერ მოხდებოდა, რადგან ღმერთი არასდროს არ მოქმედებს ადამიანის თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ. ღვთისთვის სათნოა ადამიანის თავისუფალი სიყვარული მისდამი და არა რაღაც გარე, იძულებითი ვითარებებით გამოწვეული. ამიტომ ხარება არის ღვთის მადლისა და ადამიანის ნების სინერგიის (შეწევნის) მაგალითი.
ერთ-ერთ ჩვეულებრივ დღეს ღვთის მაცნე ქალწულ მარიამის წინაშე წარსდგა იმ დროს, როდესაც ის კითხულობდა წმინდა წერილს და ლოცულობდა.
წმინდა მთავარანგელოზმა გაბრიელმა უთხრა ღვთისმშობელს: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენთანაა; კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. ღვთის ანგელოზის ხილვამ და მისმა სიტყვებმა შეაშფოთა ყოვლადწმინდა, ის კი განაგრძობდა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს. და საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული“. უთხრა მარიამმა ანგელოზს: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ მიუგო ანგელოზმა და უთხრა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილი იწოდება ღვთის ძედ. ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი“. თქვა მარიამმა: „აჰა, უფლის მხევალი ვარ. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ“. და განეშორა მას ანგელოზი.
ეკლესიის სწავლების მიხედვით, იმ მომენტში, როდესაც მარიამმა თანხმობა მისცა მის მიერ მაცხოვრის შობისა, აღსრულდა ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი საიდუმლო უბიწო ჩასახვისა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ, მიტროპოლიტ ონოფრეს სიტყვებით, ხარება - დასაბამია ჩვენი ცხონებისა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.