არქიმანდრიტმა ელპიდოფორმა მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს უკრაინისა და ფანარის მხარდაჭერისთვის
ჯო ბაიდენი და არქიეპისკოპოსი ელპიდოფორე. ფოტო: orthodoxianewsagency
თავის გამოსვლაში თეთრ სახლში, საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ყოველწლიურ მიღებაზე, აშშ-ში ფანარის საეპისკოპოსოს მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა მადლობა გადაუხადა ჯო ბაიდენს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და უკრაინის მხარდაჭერისათვის.
აშშ-ში ფანარის საეპისკოპოსოს მეთაურმა ჯო ბაიდენთან მიმართვისას განაცხადა, რომ " როგორც ჩვენი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი, თქვენ იცავთ მშვიდობას ხალხთა თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დასაცავად".
"თქვენ კვლავ ბრძანდებით ჩვენი უკრაინელი ძმების საქმეში მთავარი დამცველი , რომლებიც ორი წელია იბრძვიან თავისი სიცოცხლისათვის უსამართლო და არაადამიანური შეჭრის წინააღმდეგ მათ მიწაზე",- განაცხადა არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა.
მან აღნიშნა, რომ ბაიდენი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, "და ჩვენ ნამდვილად მადლობელი ვართ თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის".
გარდა ამისა, არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა ახსენა, რომ პატრიარქი ბართლომეოსი თვლის ბაიდენს თავის "ძვირფას მეგობრად", მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს "ჩვენი მსოფლიო საპატრიარქოს სულიერი მისიის მტკიცე მხარდაჭერისათვის".
ადრე მჟკ წერდა, რომ ბაიდენმა განაცხადა, აშშ როგორ წყვეტდა ფანარიონის მეთაურის "პრობლემებს" თურქეთის ხელისუფლებასთან ერთად.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.