უმე-ს დელეგაციამ წმინდა ცეცხლი უკრაინაში ჩამოაბრძანა
წმინდა ცეცხლი კიევში. ფოტო: news.church.ua
უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურმა დელეგაციამ წმინდა ცეცხლი უკრაინაში ჩამოაბრძანა, რომელიც დღეს იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის ტაძარში გარდამოვიდა.
როგორც უმე-ს საინფორმაციო სამსახური Facebook გვერდზე იტყობინება, იერუსალიმის პატრიაქმა თეოფილე lll წმინდა ცეცხლი უმე-ს დელეგაციას ოფიციალურად გადასცა, როგორც მართმადიდებლურ ეკლესიებს შორის დალოცვის ნიშანი.
თვითმფრინავი, რომლითაც წმინდა ცეცხლი უკრაინაში ჩამოაბრძანეს ისრაელში «ბენ-გურიონის» აეროპორტიდან აფრინდა და კიევის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა 18:40 საათზე.
აეროპორტში უმე-ს დელეგაციამ, რომელსაც მეთაურობდა უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის საქმეთამმართველი ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი), წმინდა ცეცხლი გაუზიარა ჟურნალისტებს, მორწმუნეებს, კიევის ეპარქიის სასულიერო პირებს.
კიევიდან წმინდა ცეცხლს მიაბრძანებენ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის ყველა ეპარქიაში.
წმინდა ცეცხლს კიევში ღვთისმშობლის წმინდა მიძინების სახელობის ტაძარში მიაბრძანებენ დაახლოებით 23:00 საათზე.
ადრე მჟკ წერდა, რომ 2021 წლის 1 მაისს იერუსალიმში აღდგომის ტაძარში ქრისტეს საფლავიდან წმინდა ცეცხლი გადმოვიდა კიევის დროით 13:55 საათზე.
წაიკითხეთ ასევე
ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს
მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.
წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა
სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა
25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.
შაშიანში VI საუკუნის ქვითკირით ნაშენი საწნახელი და მარანი აღმოაჩინეს
აღმოჩენა ადრეულ შუა საუკუნეებში კახეთში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის განვითარების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.
მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო
გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს ულოცავს სამხედრო მოძღვრის დღეს
25 სექტემბერს საქართველოში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე პირველად აღინიშნება. სიმბოლურია, რომ ეს დღე ღირსი გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას ემთხვევა.