ფანარის მეთაური: ჩვენ თანავუგრძნობთ ჩვენს სულიერ შვილებს რუსეთში ტერაქტის გამო
პატრიარქი ბართოლომეოსი. ფოტო: orthodoxianewsagency
კონსტანტინოპოლის ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა ბართლომეოსმა განაცხადა, რომ უთანაგრძნობს ფანარიონის სულიერ შვილებს რუსეთში ახლახანს მომხდარი ტერაქტის გამო სატელევიზიო ცენტრ "კროკუსში".
მან აღნიშნა, რომ "მრავალტანჯულ უკრაინაში მორწმუნე ხალხი კვლავ განიცდის საშინელებებს რუსეთის ფედერაციის შემოჭრის გამო მათ სუვერენულ ტერიტორიაზე", ასევე პატრიარქმა ახსენა მოსკოვში ახლახანს მომხდარი ტერაქტი, რომლის შედეგად, მისი სიტყვებით, "დაიღუპა დაახლოების ასორმოცი უდანაშაულო ადამიანი".
ფანარიონის მეთაურმა გაიხსენა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა " მთელი სიმკაცრითა და ზიზღით" დაგმო ეს ტერორისტული აქტი.
ამასთან, პატრიარქმა ბართლომემ აღნიშნა, რომ "კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესია უთანაგრძნობს თავის სულიერ შვილებს რუსეთში და უერთდება მათ მწუხარებაში".
მან დაადასტურა რომ ილოცებს "ამ თავდასხმის მსხვერპლთა სულების განსასვენებლად, ათობით დაჭრილების სწრაფ გამოჯანმრთელებაზე და იმაზე, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ანუგეშოს და მხარდაჭერა გამოუცხადოს დაღუპულთა ოჯახებს მათ ტრაგიკულ დანაკარგსა და სამწუხარო განსაცდელის დროს".
ადრე მჟკ წერდა, რომ პატრიარქი ბართოლომეოსი საუბრობდა "ჩრდილოეთის უმადურ შვილებზე".
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.