შეწყვიტეთ სროლა აღდგომის დღეებში მაინც, - უმე-ს წინამძღვარი
უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ მიმართა ქვეყნის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეებს. მეუფის ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრმა.
„ამ წმინდა დღეებში მინდა მივმართო იმ ხალხს, ვისაც გავლენა აქვს ჩვენი სახელმწიფოს, უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში შეიარაღებულ შეტაკებაზე - ქრისტეს სახელით, შეწყვიტეთ სროლა აღდგომის დღეებში მაინც!“, - მოუწოდა წინამძღვარმა ყველას, ვისაც ეხება შერიგების პრობლემის მოგვარება.
მისმა უნეტარესობამ მოუწოდა აგრეთვე გაანთავისუფლონ ყველა ტყვე, რომ „მათ შეძლონ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს თავიანთ ოჯახებში შეხვდნენ“.
„ღმერთი შეგვეწიოს ყველას!“ - დაასრულა უნეტარესმა მიტროპოლიტმა.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ვნების შვიდეულის დიდ სამშაბათს უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ სააღდგომო ეპისტოლე გადასცა მღვდელმთავრებს, მღვდლებს, ბერებს და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ შვილს.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.