სებასტიელი მთავარეპისკოპოსი თეოდოსი: უმე განიცდის უპრეცედენტო დევნას

სებასტიელი არქიეპისკოპოსი თეოდოსი. ფოტო: Ромфея

იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქმა, სებასტიელმა მთავარეპისკოპოსმა თეოდოსმა განაცხადა, რომ უმე უკრაინაში განიცდის უპრეცედენტო დევნას და მოუწოდა მსოფლიოს ყველა ქრისტიანულ ეკლესიას, პირდაპირ მხარი დაუჭირონ უმე-ს, იუწყება Romfeya.

მთავარეპისკოპოსი თეოდოსი მოუწოდებს არ დაფარონ ეპისკოპოსებზე, სასულიერო პირებზე, ბერებსა და მონაზვნებზე თავდასხმების ფაქტები, წმინდა ეკლესიებისა და მონასტრების ძარცვა, ეკლესიის აკრძალვის მუქარა, რომელიც უკრაინაში ათასი წელია არსებობს და უკრაინის უძველეს ეკლესიას წარმოადგენს.

მან განაცხადა, რომ დევნა, რომელსაც აწყდება უკრაინის კანონიერი და კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესია, „უნდა მიიპყროს ყველა ქრისტიანული ეკლესიის, საქველმოქმედო და უფლებადამცველი ორგანიზაციების ყურადღება, რადგან ამგვარი შევიწროება რელიგიური დევნის ფორმაა“.

სებასტელის მთავარეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია მოსთხოვონ კიევის ხელისუფლებას შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები, მიუღებელი და გაუმართლებელი დევნა ეკლესიის მიმართ.

მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ ასევე მიმართა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს: „იერუსალიმიდან სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის ეკლესიას, მის ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და ხალხს. თქვენ ლოცვებში მოგიხსენიებთ და ვიმედოვნებთ, რომ ღმერთი დაგიცავთ ამ რთულ დროს, როცა სისტემა გდევნით“.

როგორც მჟკ იტყობინება, ადრე სებასტელმა მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ, წმიდა სამარხის ტაძარში გამართულ შეხვედრაზე მორწმუნეებთან სხვადასხვა ქვეყნიდან განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დევნის უკრაინის ხელისუფლება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.