უმე-ის წინამძღვარმა სამძიმარი გამოუცხადა ბულგარეთის ეკლესიის სინოდს

ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე. ფოტო: news.church.ua

2024 წლის 14 მარტს უმე-ის წინამძღვარმა, მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ მიუსამძიმრა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტეს გარდაცვალების გამო. იტყობინება უმე-ის საინფორმაციო-საგანმანათლებლო დეპარტამენტი.

„დიდი მწუხარებით მივიღე  სოფიის მიტროპოლიტის, ბულგარეთის პატრიარქის უწმიდესი ნეოფიტეს გარდაცვალების ცნობა“, - ნათქვამია განცხადებაში. „ეპისკოპოსის, სასულიერო პირების, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნე შვილის და ჩემი სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამთ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის გარდაცვალების გამო’’.

მისმა უნეტარესმა თქვა, რომ  უწმიდეს პატრიარქ ნეოფიტოსს იცნობს, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიის დიდ იერარქს: „ქრისტეს მაღალი სულიერი ცხოვრების მსახური, დაუღალავი მთავარმოძღვარი, ეკლესიის კომპოზიტორი, რეგენტი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა ღვთისმსახურება და საეკლესიო გალობა“.

მღვდელმთავარმა უწმინდეს პატრიარქთან გაცნობის მოგონებები გაუზიარა: „შემიძლია დავამოწმო, რომ ახლად მიცვალებული იყო ჭეშმარიტი სულიერი მამა ღვთისმოსავი ბულგარელი ხალხისთვის, რომელიც თავის პირველ იერარქიულ მსახურებას ასრულებდა თავმდაბლობით, მაგრამ ამავე დროს ღირსეულად და კეთილშობილურად“.

„ვლოცულობ, რომ ყოვლადმოწყალე უფალმა მართალთა შორის დაასვენოს ახლად გარდაცვლილი პატრიარქი ნეოფიტეს სული! მარადიული და კურთხეული ხსოვნა უწმინდესს!“ –  მიტროპოლიტი ონოფრე.

როგორც მჟკ იტყობინება, 13 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა უწმიდესი პატრიარქი ნეოფიტე.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.