გარდაიცვალა ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი პატრიარქი ნეოფიტე. ფოტო: bg-patriarshia.bg

2024 წლის 13 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ბულგარეთის უწმინდესი პატრიარქი და სოფიის მიტროპოლიტი ნეოფიტე გარდაიცვალა, იუწყება ბულგარეთის საპატრიარქოს ვებგვერდი.

ბულგარეთის პატრიარქი სამხედრო სამედიცინო აკადემიაში (VMA-Sofia) 22:22 საათზე გარდაიცვალა. ის 2023 წლის ნოემბრის ბოლოს საავადმყოფოში გადაიყვანეს ფილტვების გართულებული ავადმყოფობით.

საპატრიარქომ მოუწოდა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად ილოცონ გარდაცვლილი წინამძღვრის სულის მოსახსენიებლად. მათ ასევე მადლობა გადაუხადეს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ხელმძღვანელობას, ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს „გულმოდგინებისა და მზრუნველობისთვის, რომელიც მათ უწმინდეს პატრიარქს გაუწიეს“.

„მარადიული, კურთხეული და ნათელი იყოს ხსოვნა ჩვენი წმიდა მამა ნეოფიტეს, ბულგარეთის პატრიარქისა და სოფიის მიტროპოლიტისა! უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული! ცათა სასუფეველი მისია!’’ - ნათქვამია შეტყობინებაში.

ბულგარეთის პატრიარქი უწმიდესი ნეოფიტე (ერისკაცობაში - დიმიტროვი სიმეონ ნიკოლოვი) დაიბადა 1945 წლის 15 ოქტომბერს სოფიაში. იგი ბერად აღიკვეცა 1975 წელს ტროას მონასტერში. 14 წლის შემდეგ დაინიშნა სოფიის სასულიერო აკადემიის რექტორად. ბულგარეთის პატრიარქად 2013 წლის 24 თებერვალს სოფიაში საპატრიარქოს სახალხო საეკლესიო - საბჭოზე აირჩიეს.

როგორც მჟკ წერს, ბულგარეთის პატრიარქმა დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.