კოპტურმა ეკლესიამ შეაჩერა რკე-სთან დიალოგი „ლგბტ-კურთხევათა“ გამო
ფოტო: copticorthodox.church
2024 წლის 7 მარტს კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა გააკეთა განცხადება „ჰომოსექსუალიზმის“ შესახებ. პლენარულ სხდომაზე პაპ თავადროს II-ის თავმჯდომარეობით სინოდის 133 წევრიდან მონაწილეობა მიიღო 110-მა, იუწყება ocpsociety.org. კოპტურმა ეკლესიამ ხაზი გაუსვა მის მიერ ერთსქესიანთა ქორწინების მიუღებლობას.
„კოპტური მართლმადიდებელი ეკლესია ადასტურებს თავის მტკიცე პოზიციას ჰომოსექსუალური ურთიერთობების ყველა ფორმის მიუღებლობაზე, ვინაიდან ისინი არღვევენ წმინდა ბიბლიას და კანონს, რომლის მიხედვით ღმერთმა შექმნა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად და თვლის, რომ ნებისმიერი კურთხევა ასეთ ურთიერთობებზე, როგორიც არ უნდა იყოს ის, - ცოდვის კურთხევაა, ეს კი დაუშვებელია“, - ნათქვამია სინოდის განცხადებაში.
ამის შედეგად, კოპტის სინოდის წევრების კიდევ ერთი გადაწყვეტილება გახდა რომის კათილიკურ ეკლესიასთან დიალოგის შეჩერება.
„აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ოჯახის მოძმე ეკლესიებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა შეჩერდეს საღვთისმეტყველო დიალოგი კათოლიკურ ეკლესიასთან, - განაცხადეს კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა, - გადაიხედოს შედეგები, რომლებიც მიღწეულია დიალოგის ფარგლებში ოცი წლის წინ მისი ინიციირების მომენტიდან და დაწესდეს ახალი სტანდარტები და მექანიზმები დიალოგის გასაგრძელებლად“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ვატიკანმა რკე-ის მღვდლებს ნება დართო, რომ მათ ჰომოსექსუალური წყვილები აკურთხონ.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.