2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური პლაკატიდან ჯვარი ამოიღეს
ინვალიდთა სახლის გამოსახულება პოსტერზე ჯვრის გარეშე და ინვალიდთა სახლის ფოტო ჯვრით. ფოტო: Le Figaro
2024 წლის 4 მარტს, პარიზის ორსეს მუზეუმში წარმოდგენილი იყო 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური პლაკატები, იუწყება euronews.com.
პლაკატზე გამოსახული იყო Hôtel des Invalides-ის შენობა ჯვრის გარეშე. პლაკატის ავტორმა უგო გატონიმ ჯვარი შპილით შეცვალა.
ამ ჩანაცვლებამ არაერთი კრიტიკა გამოიწვია სოციალურ ქსელებში. აქ მოცემულია რამდენიმე კომენტარი გაზეთ Le Figaro-ს მიერ: ”ჩვენ შევამჩნიეთ მათი სურვილი, წაეშალათ ქრისტიანობის ყველა ნიშანი”, ”მათ გაბედეს”, ”სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის”.
ფაქტზე კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის წევრმა ნიკოლას მეირონემ თავის X-ში: „პარიზის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ პლაკატზე ინვალიდების გუმბათზე ჯვარი წაშლილია და საფრანგეთის დროშა არ ჩანს. ჩვენი იდენტობის დამალვა დაუშვებელი შეცდომაა. ვოკიზმს ყველგან დაუღალავად უნდა ებრძოლო“.
კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა ჟილბერ კოლარმა მიუთითა „მოღალატეების მუშაობაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საფრანგეთის ფუნდამენტურ უარყოფაზე“.
ადრე მჟკ წერდა, რომ საფრანგეთმა კონსტიტუციაში აბორტის უფლება შეიტანა.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.
ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა
მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.