მიტროპოლიტმა ილარიონმა უმე-ს გადარქმევაზე კანონს უსამართლო უწოდა
ვპლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: taday.ru
მოსკოვის საპატრიარქოს სსუ-ს განყოფილების მეთაურმა, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა პოროშენკოს დროს მიღებულ კანონს უმე-ს სახელის შეცვლაზე უწოდა უსამართლო და დისკრიმინაციული უკრაინის უდიდესი რელიგიური კონფესიის მიმართ. რმე-ს იერარქის პოზიცია ამ საკითხზე გამოქვეყნდა მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე.
მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მოსვლის შემდეგ ხელისუფლებამ მაინც არ გააუქმა უსამართლო კანონი, რომლის თანახმად, თუ რელიგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცენტრი იმყოფება უკრაინის საზღვრებს გარეთ, მან თავის დასახელებაში უნდა მიუთითოს ამ ცენტრის სახელწოდება.
როგორც არქიეპისკოპოსმა აღნიშნა, მიღებულმა კანონმა მისცა შესაძლებლობა უკრაინულ ხელისუფლებას შეეცვალა უმე-ს სახელწოდება და დაერქვა "რუსული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში", ამ აქტის საბოლოო მიზანს წარმოადგენს უმე-ს საქმიანობის გაუქმება "რუსეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკური დაპირისპირების სიტუაციაში".
"მაგრამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გამოდის წინააღმდეგ მთელი რიგი მიზეზების გამო,-აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა. -პირველ რიგში, ამ ეკლესიის რეალური ცენტრი იმყოფება არა მოსკოვში- ის იმყოფება კიევში. ეს თვითმმართველობითი ეკლესიაა, რომელიც დამოუკიდებლად ირჩევს თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, მოსკოვის თანხმობის გარეშე ირჩევს თავის არქიეპისკოპოსებს, თვითონ ირჩევს თავისი ეკლესიის მეთაურს".
იერარქმა დაადასტურა, რომ უმე შეინარჩუნებს თავის დამოუკიდებლობას რუსეთის ეკლესიისაგან გამონაკლისის გარეშე ყველა საკითხში, მათ შორის ფინანსური და ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის. და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ეკლესია შედგება უკრაინელებისაგან დაბადებით და პასპორტით, რომლებიც წარმოადგენენ თავისი ქვეყნის პატრიოტებს.
"ანუ ეს არის უკრაინის ნაციონალური ეკლესია, და "რუსულ ეკლესიად"მისი გადარქმევა ნამდვილად უსამართლოა",-დაამატა მიტროპოლიტმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 2021 წლის 1 აპრილს კანონიკური ეკლესიის მორწმუნეებმა, თემების წარმომადგენლებმა, მეუ-ს და კიევის საპატრიარქოს რეიდერული ქმედებების შედეგად დაზარალებულებმა გადასცეს მიმართვა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უმე-ს დევნის თაობაზე და მოუწოდეს შეცვალოს ანტისაეკლესიო დისკრიმინაციული კანონები. მიმართვას ხელი მოაწერა 1 063 000 ადამიანზე მეტმა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.