ქსელში აჩვენეს მეუ-ს კიდევ ერთი მღვდელი, რომელმაც პირჯვრის გადაწერა არ იცის

მეუ-ს მღვდელმა ჯვრის ნაცვლად ლათინური V გამოისახა. ფოტო: «Дозор на "Першому Козацькому"»

მეუ-ს "მღვდელმა" იური ბოლშაკოვმა, რომელმაც ვიშგოროდის უმე-ის პანტელეიმონის ეკლესიის საკეტები ორჯერ გაჭრა, პირჯვრის გადაწერა ვერ შეძლო. ვიდეო გამოაქვეყნა  «Дозор на "Першому Козацькому"».

მეუ-ს "ღვთისმსახურების" ამსახველ კადრებში ჩანს, რომ უმე-ის პანტელეიმონის ეკლესიის წინ, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბოლშაკოვი ორჯერ ცდილობს პირჯვრის გადაწერას, მაგრამ ყოველ ჯერზე ლათინურ V ასოს გამოსახავს.

„მღვდელმა“ ტაძრის აღებისას თავისი ქმედება იმით გაამართლა, რომ ღამით „ვერ იძინებდა“ და სურდა ელოცა. ადრე ბოლშაკოვი მონაწილეობდა ვიშგოროდის უმე-ის ბორის და გლების ეკლესიის აღებაში, საიდანაც მოიპარა ანტიმენცია. ოფიციალურად, მეუ-ს სასულიერო პირი ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მოძრვრად არის გაფორმებული, ვიშგოროდის რაიონის სოფელ ფენევიჩში, რომელსაც ბოლშაკოვმა უმე-სთვის ძალისმიერი გზით ჩამორთმევის შემდეგ  დაარქვა "უკრაინის მიწის ყველა წმინდანის" სამრევლო.

მანამდე მჟკ-მ დაწერა, რომ პირჯვრის გადაწერის არ მცოდნე მეუ-ს „მღვდლები“, თავს ირცხვენდნენ ლადიჟინის უმე-ის ტაძარში.

წაიკითხეთ ასევე

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.

ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.