ვიშგოროდში მეუ-ს კლირიკოსებმა პანტელეიმონის ტაძარი მიიტაცეს
უმე-ის პანტელეიმონის ეკლესიის დამპყრობელი ი.ბოლშაკოვი. ფოტო: «Дозор»
2024 წლის 24 თებერვალს დილით ადრე ვიშგოროდში მეუ-ს კლირიკოსები იური ბოლშაკოვი და ვიტალი კლოსი კვლავ ჭრიდნენ ბოქლომებს და მათ უმე-ს პანტელეიმონის ტაძარი მიიტაცეს, - იუწყება «Дозор».
ვიდეოს კადრებში პანტელეიმონის სამრევლოს წინამძღვარი უახლოვდება თავის ტაძარს, რომელიც პოლიციის მიერ არის ბლოკირებული და იქ აგრეთვე მეუ-ს „მღვდლები“ იური ბოლშაკოვი (წინამძღვარი სოფელ ფენევიჩში) და ვიტალი კლოსი არიან, რომლებმაც 2023 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღეს ვიშგოროდში უმე-ს ბორისოგლებსკის ტაძრის მიტაცებაში.
ბოლშაკოვს რეაქციები შენელებული ჰქონდა და მისი ქცევა ჰგავდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ქცევას. წინამძღვრის კითხვაზე, რა უფლებით მოჭრა მან ბოქლომები და საერთოდ რა აკავშირებს მას ამ ტაძართან, ბოლშაკოვმა განაცხადა, რომ მას „საკადასტრო ნომერი აქვს“.
ვიტალი კლოსი აფრიალებდა რაღაც დოკუმენტს, როგორც ის ამტკიცებდა, „საკუთრების უფლებას“, მაგრამ არავის მას არ აჩვენებდა.
პოლიცია და უუს-ს წარმომადგენლები, რომლებიც ტაძართან იმყოფებოდნენ, დამპყრობლებს უჭერდნენ მხარს.
მანამდე მჟკ წერდა, რომ 21 თებერვალს იური ბოლშაკოვი დილით ადრე უკვე პანტელეიმონის ტაძრის ბოქლომებს ჭრიდა. თავისი ქმედებები მან მაშინ ახსნა იმით, რომ „ვერ დაიძინა“ და „ლოცვა მოუნდა“.
წაიკითხეთ ასევე
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.
ზუგდიდში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა გრძელდება
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ტაძრის არქიტექტურული ფორმები უკვე გამოიკვეთა.