რკე-მ წმინდა მოწამედ შერაცხა ისლამური სახელმწიფოს მიერ მოკლული კოპტი ქრისტიანები

კოპტი ქრისტიანების სიკვდილით დასჯა. ფოტო: eldebate.com

2024 წლის 15 თებერვალს ვატიკანმა პირველად მიაგო პატივი კოპტი ქრისტიანების ხსოვნას, რომლებსაც 2015 წელს ისლამისტური სახელმწიფოს წევრებმა თავი მოჰკვეთეს.

კათოლიკურმა ეკლესიამ მოწამეებად აღიარა და ოფიციალურად მოიხსენია 2015 წელს მოკლული ლიბიელი 21 კოპტი მოწამე. რომის პაპმა 2023 წლის მაისში მიიღო მათი წმინდანებად განდიდების გადაწყვეტილება.

მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი წირვის დროს, კარდინალმა კურტ კოხმა, რომელიც ხელმძღვანელობს ქრისტიანთა ერთიანობის დიკასტერიას, აღნიშნა, რომ „ეს ახალგაზრდები, სხვა მრავალ თანამედროვე მოწამესთან ერთად შთააგონებენ ქრისტიანულ რწმენას და გვახსენებენ ქრისტეს სიტყვებს:“ არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე საკუთარი სულის გაწირვაა მეგობრებისთვის."

„ამ დღეს, ჩვენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანებს, გვაქვს სიხარული, ერთად განვადიდოთ ლიბიის 21 კოპტი მოწამე, რომლებმაც 2015 წლის 15 თებერვალს საკუთარი სიცოცხლე დათმეს ქრისტეს რწმენისთვის და რომელთა სახელები ახლა ჩაწერილია რომაელ მოწამეებს შორის: მილად, ავანუბი, მაგედი, იუსეფი, კიროლოსი, ბიშოი, სამუელი, მალაკი, ტავადროსი, გერგესი, მინა, ჰანი, სამუელი, ეზატი, ლუკა, გაბერი, ესამი, მალაკი, სამეხი, გერგესი და მათე“, - თქვა კარდინალმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ 21 ქრისტიანისგან შემდგარი ჯგუფი ლიბიაში 2015 წლის დასაწყისში გაიტაცეს.

უკვე 15 თებერვალს ჯიჰადისტებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ნაჩვენებია გატაცებული კოპტების სიკვდილით დასჯა - მათ თავი მოკვეთეს.

პატრიარქმა თავდროს II-მ მიცვალებულთა სახელები შეიტანა კოპტური ეკლესიის მოწამეთა სინაქსარიონში. მათ პატივსაცემად ეგვიპტეში უკვე აშენდა რამდენიმე სამლოცველო.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.