სოკირიანსა და ლენკოვცში უმე-ის ეკლესიები ერთი და იმავე პირებმა მიიტაცეს - მედია
გრიშჩუკი და კრასნოდემსკი სოკირიანის ტაძრის აღებისას. ფოტო: t.me/dozor_kozak1
პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ტაძრები სოკირიანსა და ლენკოვცში, ჩერნივცის რაიონში, დაიპყრეს მეუ-ს წარმომადგენლებმა, იუწყება ტელეგრამის არხი «Дозор на "Першому Козацькому"».
ჟურნალისტები წერენ, რომ ”6 თებერვალს, მეუ-ს თავდამსხმელთა ჯგუფმა აიღო უმე-ის პეტრ-პავლობის ეკლესია ბუკოვინაში, ქალაქ სოკირიანში”.
„სულიერი ოკუპანტები სალოცავში შეიჭრნენ, მრევლი გააძევეს და ეკლესია გადაკეტეს. 7 თებერვალს უმე-ის მორწმუნეებმა ვეღარ შეძლეს ტაძარში შესვლა, რადგან იქ ჯერ კიდევ რჩებიან მეუ-ს აქტივისტები“, - აცხადებენ ტელეგრამ-არხზე.
მათ წყაროებზე დაყრდნობით, ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ „ტაძრის ძალისმიერ დაპყრობას ხელმძღვანელობდნენ მეუ-ს კაპელანები რომან გრიშჩუკი და ნაზარ კრასნოდემსკი“ და „მათ მხარს უჭერდნენ დაქირავებული ბოევიკები უსაფრთხოების კომპანიის Tiger-იდან“.
”უკვე 8 თებერვალს, იგივე სულიერი ოკუპანტები უკვე იმყოფებოდნენ ლენკოვცის უმე-ის პეტრე-პავლობის ეკლესიის ზღურბლზე. ტაძრის საკეტები გაჭრეს და შესასვლელი გადაკეტეს, თავს დაესხნენ ტაძრის ერთ ერთ მრევლ ქალბატონს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ჟურნალისტების თქმით, „მეუ-მ ჩამოაყალიბა საკუთარი „მფრინავი რაზმი“, რომელიც ყოველდღე იტაცებს ახალ ეკლესიებს რეგიონის სხვადასხვა ნაწილში“.
ამასთან დაკავშირებით მოუწოდეს ბუკოვინას ყველა მართლმადიდებელ მკვიდრს, მზად იყვნენ თავიანთი სალოცავების დასაცავად.
ადრე მჟკ წერდა, რომ ბუკოვინას რეგიონში, ქალაქ ლენკოვცში სამხედრო ფორმირებებმა პოლიციის დახმარებით უმე-ის ტაძარი აიღეს, აქაც მრევლს პიზიკურად გაუსწორდნენ.
ასევე, ჩერნივცის რეგიონის სხვა დასახლებაში - ქალაქ სოკირიანში მოხდა უმე-ის ტაძრის ძალისმიერი გზით დაკავება.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.