ამერიკელი იურისტი რ. ამსტერდამი კიევში უმე-ის სინოდის წევრებს შეხვდება

ამერიკელი უფლებადამცველი რობერტ ამსტერდამი. ფოტო: facebook.com/robert.amsterdam

ამერიკელი უფლებადამცველი რობერტ ამსტერდამი. ფოტო: facebook.com/robert.amsterdam

უახლოეს დღეებში ამერიკელი უფლებადამცველი რობერტ ამსტერდამი კიევს ეწვევა, სადაც შეხვდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, მთავრობის წარმომადგენლებს და უკრაინის სახალხო დეპუტატებს. ამის შესახებ მჟკ-ს ამსტერდამთან დაახლოებულმა წყარომ აუწყა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილება უმე-ის აკრძალვის შესახებ No8371 კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხები.

Strana-სთვის მიცემულ კომენტარში ამსტერდამმა აღნიშნა, რომ თუ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღება, ის „გადადგამს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ ნაბიჯებს“.

„მზად ვარ შევხვდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს, ბ-ნ ელენსკის ან მათ წარმომადგენლებს (სახემწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახური - რედ.), თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს, მხარი დავუჭირო უკრაინას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების დასაცავად“, - განაცხადა მან.

ამასთან, უფლებადამცველმა თქვა, რომ დაგეგმილი აქვს არაერთი შეხვედრა უმე-ის ადვოკატებთან და ეკლესიის უკანონოდ მსჯავრდებულ დამცველებთან.

„რადგან მაქვს პატივი შევხვედროდი ეკლესიის წარმომადგენლებს, მსურს მათთან ინფორმაციის გაცვლა. ...> მინდა გავაფრთხილო მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, რომ არ დაუშვან შეცდომა და არ მისცენ საშუალება მოხდეს კანონპროექტის მეორედ მოსმენა (უმე-ის აკრძალვის შესახებ - რედ.)“, - განაცხადა მან  YouTube არხზე «Александр Шелест» გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

როგორც მჟკ იტყობინება, რობერტ ამსტერდამმა უზენაეს რადას "თეთრი წიგნი" გაუგზავნა უმე-ის აკრძალვის კანონპროექტზე.

25 ოქტომბერს პატრიარქი შიო III ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას აღასრულებს

ღვთისმსახურება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო ახლად ნათელღებულთა დალოცვა 16:00 საათზე გაიმართება.

პატრიარქმა პორფირემ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა

„სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებული აღტაცებითა და ძმური პატივისცემით შესცქერის საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან, მამაც გზას“ — აღნიშნა სერბეთის ეკლესიის წინამძღვარმა მილოცვაში.

მიტროპოლიტმა ნიკოლამ საქართველოს ეკლესიას ქრისტიანობის 1700 წლისთავი მიულოცა

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გამოგზავნილ მილოცვაში მღვდელმთავარმა წმინდა ნინოს ღვაწლსა და ქართველი ერის მიერ საუკუნეების განმავლობაში სარწმუნოების შენარჩუნებაზე გაამახვილა ყურადღება.

წმინდა გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზია STEAM Twinning-ის ინიციატივაში შეირჩა

სკოლა-გიმნაზია საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 15 სკოლას შორის მოხვდა — ინიციატივის ფარგლებში დაწესებულება STEAM ნაკრებს მიიღებს, პედაგოგები კი მიზნობრივ გადამზადებას გაივლიან.

შემოქმედის ეპარქიის 36 საჯარო სკოლაში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები მოქმედებს

სასულიერო პირები მოსწავლეებთან ერთად ზნეობრივ ღირებულებებსა და პიროვნულ პასუხისმგებლობაზე მსჯელობენ.

ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა ათონის მთაზე პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ბულგარეთის ეკლესიის წინამძღვარი ათონის მთაზე 24 ოქტომბრამდე დარჩება, მთავარი გაჩერება კი ზოგრაფის მონასტერი იქნება.