რუმინეთში პრეზიდენტს მოუწოდეს გამოეხმაუროს მიტროპოლიტი ლონგინის ცემის ფაქტს
მიტროპოლიტი ლონგინი. ფოტო: скриншот facebook.com/manastirea.banceni.ucraina
ტელეარხის Realitatea Plus-ის წამყვანმა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისს მოუწოდა, გამოეხმაუროს ბანჩენის მიტროპოლიტ ლონგინის ცემის ფაქტს და იზრუნოს უკრაინაში მცხოვრებ რუმინელებზე. ამის შესახებ მან ბანჩენის მონასტრის ინსტაგრამ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.
ტელეწამყვანმა ასევე მოუწოდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრს მარსელ ჩიოლაკას, წარუდგინოს ნოტა უკრაინის საელჩოს ბუქარესტში იერარქის სასტიკ ცემასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ორჯერ შევიკრიბეთ იქ (უკრაინის საელჩოსთან - რედ.), მაგრამ ყურადღება არ მიგვაქციეს. ელჩმა ფანჯრიდან გადახედა ქუჩას, სადაც ხალხი აპროტესტებდა მიტროპოლიტის ცემას, მაგრამ ჩვენთან ლაპარაკი არ ისურვა. მან Realitatea Plus-ის ოფიციალური მოთხოვნაც უპასუხოდ დატოვა. …> ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ მიტროპოლიტი ლონგინი არა მხოლოდ ლოცვებით, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებებითაც“, - განაცხადა ჟურნალისტმა.
როგორც მჟკ იტყობინება, თავს დაესხნენ ბანჩენის მიტროპოლიტ ლონგინს.
წაიკითხეთ ასევე
თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.
სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა
ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.
თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს
25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.
აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა
შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.
მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა
მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.