აშშ-ში ფანარიონის იერარქი ნეშვილში წარმართული ტაძრის ასლის გამო აღფრთოვანდა

არქიეპისკოპოსი ელპიდოფორი პარფენონის წინ მენშვილში. ფოტო: facebook-страница Orthodox Observer

აშშ-ში ფანარიონის არქიეპისკოპიის მეთაური არქიეპისკოპოსი  ელპიდოფორი(ლამბრინიადისი) ნეშვილში (ტენესის შტატის დედაქალაქი-რედ.),სადღესასწაულო გამოსვლის დროს, რომელიც მიეძღვნა საბერძნეთის რევოლუციის 200 წლისთავს, გამოხატა აღფრთოვანება სრულმასშტაბიანი პარფენონის ასლის და პარფენონის შიგნით საბერძნეთის ღმერთქალ ათენას ქანდაკებით ნეშვილში, იუწყება Orthodox Observer.

„ვდგავარ აქ, მსოფლიოში ერთადერთი პარფენონის სრულმასშტაბიანი ასლის წინაშე,და განვიცდი სიამაყის დაუძლეველ გრძნობას. ის, რაც  ამ ქალაქში-ამერიკის გულში-ასეთი დაფასება და სიყვარული საბერძნეთის მიმართ უნდა გამოხატულიყო ასე აშკარად,  ძალიან ამაღელვებელია და შთამაგონებელი...“-აღნიშნა არქიეპისკოპოსმა ელპიდოფორმა.

ფანარიონის იერარქის სიტყვებით, ტენესის დედაქალაქი ამ მომენტში განიცდის ბერძნულ აღორძინებას და მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს წარმართული ღვთაების ათენას ქანდაკება და პარფენონის ასლი ნეშვილში.

„დღეს, ბატონო მერო,ჩვენი თქვენთან თანდასწრება და ელჩ პაპადოპულუს დასწრება, რომელიც განასახიერებს საბერძნეთის სახელმწიფოს, წარმოადგენს კულტურის, ფილოსოფიისა და რწმენის კავშირს,რომელიც ჩვენ გვაკავშირებს, მიუხედავად კილომეტრებისა ნეშვილიდან ათონამდე...ნეშვილის პატფენონით თქვენ შექმენით კლასიკური საბერძნეთის არაჩვეულებრივი   ძღვენი, ათენას პარფენოსის კომპლექტის შესანიშნავი ეფექტით, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალი დახურული ქანდაკებაა. მარტოოდენ ეს ერთი იქცევს ყურადღებას თქვენი ქალაქის სიყვარულზე საბერძნეთის და იმ ყველაფრის  მიმართ, რასაც ის წარმოადგენს. არაფერს ვამბობთ თქვენი სახელმწიფო კაპიტოლიუმის გუბათზე, რომელსაც მე ახლახან ვესტუმრე, ლიზიკრატეს ძეგლის ბრწყინვალე ეგზემპლიარი, რომელიც მდებარეობს აკროპოლის ოდნავ დაბლა“,-დაამატა მან. 

პარფენონი ნეშვილში-ათენის პარფენონის ზუსტად სრული ზომის ასლია  . ის აშენდა 1897 წელს საერთაშორისო გამოფენისთვის, რომელიც გაიმართა ნეშვილში ტენესის შტატის ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლის ასი წლისთავის აღსანიშნავად.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ფანარიონის იერარქი მიიღებს მონაწილეობას ეკუმენისტურ ლოცვაში  ბაიდენის ინაუგურაციაზე.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.