ბერძნული ეკლესიის მღვდელი თვლის, რომ ფანარიონის მეთაური უნდა გადააყენონ
პატრიარქი ბართლომე. ფოტო: sib-catholic.ru
ცნობილი ბერძენი ღვთისმსახური, თეოლოგი, პუბლიცისტი და პატრიკული საგამომცემლო ცენტრის დამაარსებელი ათონში პროტოპრესვიტერი იოანე კ.დიოტისი თვლის, რომ პატრიარქი ბართლომე უნდა გადააყენონ.
გამომცემლობა Оrthodoxostypos გამოაქვეყნა პტოტოპრესვიტერ იოანეს განცხადება, რომელიც გამოჩნდა გაზეთ «Κιβωτὸς τῆς Ὀρθοδοξίας» (მართმადიდებლობის კიდობანი)-ში 2021 წლის 11 მარტს, პატრიარქი ბართლომეს გამოსვლის ანალიზით, როდესაც მას ეწვია უკრაინელი პარლამენტარების დელეგაცია .
ამ სტატიაში მღვდელმსახური ამტკიცებს, რომ პატრიარქი ბართლომეს ქმედებამ მეუ-სთვის ,,ავტოკეფალიის'' მინიჭებისა არ მოიტანა განცხადებული შედეგი – მართმადიდებლობისა და განხეთქილების მოშუშება, არამედ უფრო დაამძიმა სიტუაცია.
პროტოპრესვიტერი იოანე დარწმუნებვულია, რომ მეუ-ს ტომოსი – ეს არის «ფსევდო-ავტოკეფალია, რომელიც პატრიარქმა ბართლომემ მიანიჭა დამხობილ, თვითორგანიზებულ, ანათემატიზირებულ და სქიზმატურ ფსევდო -ეკლესიას კიევში».
მრავალი მაგალითის მოყვანით, რომელიც აჩვენებს, რომ მსოფლიო მართმადიდებლობა ამის გამო გაიყო, მღვდელი ამტკიცებს, რომ ამჟამინდელი პატრიარქი ექვემდებარება გადაყენებას.
საკუთარი პოზიციის დასაბუთებისათვის მან მოიყვანა კორინთელი მიტროპოლიტის პანტელეიმონის ნაშრომი, სადაც 481 გვერდზე ნათქვამია: «ეპისკოპოსმა თუ იცრუა და ეს დამტკიცებულ იქნა, თითქოსდა მისი ეპარქიის ერეტიკოსები დაუბრუნდნენ მართმადიდებლურ რწმენას, ან ისინი დაბრუნდნენ მისი დამსახურებით, სინამდვილეში კი სხვისი დამსახურებით, ექვემდებარება დამხობას».
«თუ მხოლოდ ასეთი სახის ტყუილისთვის ეპისკოპოსი ისჯება უმკაცრესი სასჯელით, მაშინ როგორ უნდა დაისაჯოს პატრიარქი ბართლომე?», – კითხულობს პროტოპრესვიტერი იოანე.
ადრე მჟკ წერდა, რომ ღვდელმსახური იოანე კ. დიოტისის აზრით, პატრიარქი ბართლომეს უმეცრებამ დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიო მართმადიდებლობას.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
ბორჯომში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
ღონისძიებაზე საქართველოს სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ორი მოხსენება წარადგინეს.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ეპარქიის სასულიერო პირები დააჯილდოვა
სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო ჯილდოები და ხარისხები ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში გადაეცათ.
მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება
ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.