ათონის მონასტრების ნახევარი მხარს არ უჭერს მეუ-ს, – ექსპერტი
ექსპერტმა დაასახელა მეუ-ს მოწინააღმდეგე ათონის მონასტრები. ფოტო: РИА Новости
ათონის წმინდა მთის მონასტების ნახევარი უარყოფითადაა განწყობილი კონსტანტინოპოლის პატრიარქის ქმედებების მიმართ და მხარს არ უჭერს სქიზმატიკოსებს უკრაინაში. ამაზე ისაუბრა ისტორიკოსმა და საგამომცემლო სახლის ,,წმინდა მთა’’ თანადამფუძნებელმა ათანასე ზოიტაკისმა რია ნოვისტთან ინტერვიუში.
ექსპერტმა აღიარა , რომ ათონის მთაზე აზრი ორად იყოფა ,,უკრაინის საკითხთან ‘’ და მართმადიდებლურ სამყაროში წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, ასევე მახევარკურძულზეც ,, აზრი ორად იყოფა’’.
«ის მონასტრები ათონის მთაზე, რომლებიც საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილი უკრაინის ავტოკეფალიიის მიმართ – ეს არიან ისინი, რომლებიც ასევე სკეპტიკურად უყურებენ 2016 წლის ყირიმის ყრილობას, და ზოგადად პატრიარქი ბართლომეს ეკუმენისტურ კურსს, – თქვა ზოიტაკისმა. – ეს პირველ ყოვლისა არის მონასტრები, რომლებიც დააარსა ბერმა ეფრემ არიზონსკიმ (1928-2019წ.): ფილოფეი, კარაკალი, კსიროპოტამი და კონსტამონიტი. ისინი ამ საკითხთან შედარებით რადიკალურები არიან».
კერძოდ, გაიხსენა მან, მონასტერი კონსტამონიტი იყო იმ 20 მონასტერს შორის ერთადერთი, რომელიც არ მონაწილეობდა ფანარიონის შეხვედრაზე ათონში 2019 წლის ოქტომბერში, და უფრო მეტიც, თავისი წარმომადგენელიც კი არ გაუგზავნია შეხვედრაზე.
ექსპერტის აზრით, ასევე კონსტანტინოპოლის მოქმედი პატრიარქის ოპონენტად შეიძლება ჩაითვალოს წმინდა პავლეს მონასტერი, რომლის იღუმენი ,, საკმაოდ კრიტიკულადაა განწყობილი ბართლომეს მოდერნისტული ნაბიჯების მიმართ’’, ასევე დოხიარი, სერბი ხილანდარი და ბულგარელი ზოგრაფი – «რადგანაც ისინი საკუთარი ეკლესიიდან გამომდინარე მოქმედებენ», რუსული პანტელეიმონის მონასტერი და გრიგორიატი, სადაც «როგორც მინიმუმ სკეპტიკურად არიან განწყობილი უკრაინელ სქიზმატიკოსებთან».
გარდა ამისა, ყვებოდა ზოიტაკისი, მონასტრების გარდა ათონის მთაზე ბევრი კელია და სამოღვაწეოა – მცირე სამონასტრო საზოგადოება, მათი პოზიციაც არაერთგვაროვანია და უმრავლეს შემთხვევაში კრიტიკულია ფანარიონის მეთაურის ქმედებების მიმართ. კერძოდ მან გაიხსენა 2019 წლის მარტში კელიაში მცხოვრები ბერების კომენტარები, სადაც ისინი ამტყუნებდნენ პატრიარქ ბართლომეს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების გამო.
ექსპერტი თვლის რომ, რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის მხრიდან გონივრული იქნება იგივე ურთიერთობის დამყარება ათონის მთის ბერებთან , როგორიც აქვს ბერძნულ, ალექსანდრიის და კვიპროსის ეკლესიებთან – «შეინარჩუნოს ურთიერთობა იმ ძმებთან, რომლებიც არ აღიარებენ სქიზმატიკოსებს და წინააღმდეგობაში არიან კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნაბიჯების მიმართ».
შეგახსენებთ, მეუ-ს შექმნის შემდეგ რუსეთის მართმადიდებლურმა ეკლესიამ შეწყვიტა ევქარისტიული ურთიერთობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ათონის მთასთან. გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ რუსულ, პანტელეიმონის სახელობის მონასტრის შემთხვევაში.
ადრე მჟკ წერდა, 2019 წელს ათონში პატრიარქი ბართლომეს საწინააღმდეგო წარწერები გამოჩნდა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.