უმე-ს წინამძღვარმა დალოცა მსვლელობა მართლმადიდებლობის დღესასწაულზე
კიევისა და მთელი უკრაინის მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua
სამწყსოს მიმართვაში შენდობის კვირასთან და დიდი მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, უნეტარესმა მიტროპოლიტმა კიევისა და სრულიად უკრაინის ონუფრიმ დალოცა მართლმადიდებლობის დღესასწაულზე ეპარქიის ცენტრებში ტრადიციული ჯვაროსნული მსვლელობების და ლოცვითი დგომის ჩატარება. კურთხევის ტექსტი გამოაქვეყნა უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებამ.
„მიუხედავად მრავალრიცხოვანი თხოვნებისა და მიმართვებისა, ჩვენს სახელმწიფოში არ გაუქმებულა კანონები, რომლებიც მიღებული იქნა წინა მთავრობის მიერ და რომლებიც არსებითად ზღუდავენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებებს,-აღნიშნა, უმე-ს წინამძღვრმა მიმართვაში. -სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი მორწმუნეების ხმა მაინც იქნას გაგონილი. ამიტომ კურთხევას ვიძლევი დიდი მარხვის პირველ კვირას, როდესაც მართლადიდებლობის ზეიმია, ყველა ეპარქიის ცენტრში მოეწყოს ჯვაროსნული მსვლელობები და ლოცვითი დგომა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.“
უნეტარესის სიტყვებით, „ჩვენ ბაგეებზე ლოცვით და სიწმინდეებით ხელში უნდა გავიაროთ მშობლიური ქალაქების ქუჩებში, იმისათვის რომ დავამოწმოთ ჩვენი ერთგულება წმინდა მართლმადიდებლობის , და ასევე ჩვენი სიყვარული მშობლიური უკრაინული მიწის-ჩვენი მიწიერი სამშობლოს წინაშე.“
„ჩვენ უკრაინის მოქალაქეები ვართ, და ჩვენ გვაქვს ჩვენი წინაპრების მიერ სისხლით მოპოვებული უფლება მართლმადიდებლური რწმენა ისე მივიღოთ, როგორც ეს ქრისტეს მოციქულებმა და წმინდა მამებმა გადმოგვცეს“- აღნიშნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა.
შეგახსენებთ, რომ უნეტარესი ონუფრის მიმართვა, რომელიც ეძღვნება შენდობის კვირას და დიდი მარხვის დაწყებას, 14 მარტს წაიკითხავენ ლიტურგიაზე უმე-ს ყველა ტაძრებსა და მონასტრებში.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.