სერბეთის პატრიარქმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიზეზებზე ისაუბრა
პატრიარქი პორფირი. ფოტო: spc.rs
სერბეთის პატრიარქმა პორფირიმ ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიზეზებზე, ასევე ისრაელსა და პალესტინას შორის ომზე.
გამოცემა ,,პოლიტიკასთან’’ ინტერვიუში, პატრიარქმა პორფირიმ, უპასუხა კითხვას "მართლმადიდებელ რუსებსა და უკრაინელებს შორის სისხლიან ომზე", ასევე "საომარი მდგომარეობის" შესახებ, რომელშიც აღმოჩნდნენ "ებრაელები და პალესტინელები", თქვა, რომ " ნებისმიერი ომის წინაპირობაა ღმერთის დავიწყება და მასზე უარის თქმა“.
ეს, მისი თქმით, „ყოველთვის იწვევს კეთილგანწყობის დაკარგვას ინტერპერსონალურ ურთიერთობებში და გადასვლას სხვა, ბნელ და სისხლიან კომუნიკაციის საშუალებებზე“.
„ძველმა ქრისტიანმა წმინდანებმა, ადამიანის სულის სიღრმეების საუკეთესო მცოდნეებმა, პირადად გამოსცადეს და გაკვეთილად დაგვიტოვეს სწავლება, რომ ყოველი ადამიანი, საკუთარი ცუდი ნაწილით, მიდრეკილია დაივიწყოს ღმერთი, ამოიღოს იგი თავისი ცხოვრებიდან შეგნებულად და მიზანმიმართულად, ხანდახან გაუცნობიერებლად, რათა შეძლოს გააკეთოს ყველაფერი ის, რაც უნდოდა, ამ მოჩვენებით თავისუფლების სივრცეში“, - თქვა მან.
პატრიარქმა პორფირიმ გაიხსენა, რომ „თითოეული ჩვენგანი ამას ებრძვის მთელი ცხოვრება“ და „ეკლესია მოწოდებულია შეგვახსენოს ამის შესახებ საზოგადოებაში“.
თუმცა, სამწუხაროდ, „დღეს ღმერთის დავიწყების პირად სურვილს უერთდება ფართო სოციალური მოძრაობები, რომლებიც შეგნებულად და აქტიურად მუშაობენ ღმერთის გამოდევნაზე არა მხოლოდ საჯარო სფეროდან, არამედ ყოველი ადამიანის ცხოვრებიდანაც“.
ადრე მჟკ წერდა, რომ პატრიარქმა პორფირიმ სერბებსა და ალბანელებს მშვიდობისკენ მოუწოდა.
ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა
2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.
ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.
მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა
ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.
დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს
ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.
ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა
საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.