მეუ-ს როვენსკის „იერარქმა“დააჯილდოვა ტაძრების მიტაცებაში მონაწილე მოხელეები

მეუ-ს ,,არქიეპისკოპოსმა'' პოლიციელები და ჩინოვნიკები საეკლესიო სიგელებით დააჯილდოვა. ფოტო: Facebook-страница Рівненська єпархія Православної Церкви України
2021 წლის 28 თებერვალს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „არქიეპისკოპოსმა“ ილარიონ პროციკმა დააჯილდოვა სამართალდამცველები და როვენის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე სერგეი კონდრაჩუკი „ადგილობრივი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დამსახურებისთვის“. ამის შესახებ იუწყებიან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვენსკის ეპარქიის Facebook გვერდზე.
დაჯილდოვება გაიმართა როვნოს უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგომის ტაძარში „ღვთისმსახურების“ შემდეგ.
კერძოდ, როვენის საოლქო საბჭოს თავმჯდომარემ სერგეი კონდრაჩუკმა მიიღო წმინდა მოციქულთასწორ, დიდი თავადის ვლადიმერის III ხარისხის ორდენი, როვნოს საპატრულო პოლიციის უფროსმა სერგეი მერჩუკმა - წმინდა ძლევაშემოსილი იურის მედალი, ხოლო როვენის ოლქში უკრაინის სახელმწიფო ნაციონალური პოლიციის პრევენციული სამმართველოს უფროსმა რუსლან ჟუკმა - წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის მედალი.
ყველა პირი, დაჯილდოვებული უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, როვენის ოლქში მთელი რიგი საეკლესიო კონფლიქტის მონაწილეები და ინიციატორები იყვნენ.
მაგალითად, სერგეი კონდრაჩუკი - ზდოლბუნოვსკის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად როვენსკის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელი, შვიდი ტაძრის მიტაცების ინიციატორია ზდოლბუნოვსკის რაიონში, რომელთაგან რამდენიმე ლომის საშუალებით თავისი ხელით აქვს გახსნილი.
„წარსულში, როდესაც რაიონის ხელმძღვანელი იყო, ეს კაცი სიტყვით და საქმით ემსახურებოდა უწმინდეს ეკლესიას, - კონდრაჩუკის დაჯილდოვებაზე კომენტარი თავის Facebook გვერდზე გააკეთა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვენსკის ეპარქიის კლირიკოსმა, დეკანოზმა ვასილი ნაჩევმა. - საქმით - ლომით ამტვრევდა ტაძრის კარს, დილის ექვს საათზე, თითქოს სოკოს კრეფდა ტაძართან, ისე მოაძრო მესოკოვეებთან ერთად ტაძრის ბოქლომი. სიტყვით - პირადად კოორდინირებდა ყველა აქტივისტის მიერ ტაძრების მიტაცებას, რის გამოც ყოფილი პრეზიდენტის, ხოლო ამჟამად უკრაინის ევროპული კავშირის უფროსის ვიზიტიც დაიმსახურა რაიონში, რაც არ შეიძლება არ ასახულიყო მის
სწრაფ კარიერულ ნახტომზე. ხალხს აჯილდოვებენ ბანდიტური ქმედებების გამო და ეს ყველა ლომი, ჩაქუჩი, ჯოხი, ხერხი სათაყვანოდ უნდა გამოფინონ, როგორც „სიწმინდეები“?“
რაც შეეხება უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ პოლიციელთა დაჯილდოვებას, ისინი, სოფელ ბუდერაჟის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა სიტყვებით, აგრეთვე გამოირჩეოდნენ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანების აბსოლუტური მხარდაჭერით. მრევლის წევრის ირინე ტიხონიუკის სიტყვებით, იმ დღეს, როდესაც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეები ტეხავდნენ ბუდერაჟის ტაძრის ბოქლომებს, ბატონი მერჩუკი და ბატონი ჟუკი ღობის გარეთ იგერიებდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს და ემუქრებოდნენ, რომ ყველას პირქვე დააწვენდნენ მიწაზე იმ შემთხვევაში, თუ ვინმე შეაღწევდა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ლიკვიდირებული კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ფილარეტმა საეკლესიო ორდენი გადასცა კონოტოპის მერს, რომელმაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების ბლოკირების ბრძანება გასცა.
წაიკითხეთ ასევე
ვრცელდება რუმინეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა
,, უფალი იესო ქრისტეს მიერი დიდი სიხარულით მოგმართავთ თქვენს უნეტარესობას, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ სისავსეს და გულითადად გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.''-მიტროპოლიტი დანიელი.
ბულგარეთის პატრიარქი: ,,ბულგარეთს მუდამ უყვარდა მოძმე ქართველი ხალხი''
სოფიის მიტროპოლიტისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით.
აშშ-ში საქართველოს საელჩომ საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა
მიღება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა — ღონისძიებაში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა მონაწილეობდა.
პატრიარქი თეოფილე III: „საქართველომ თავისი სარწმუნოება მიიტანა იერუსალიმში“
იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა და ქართველი ხალხისა და წმინდა მიწის მრავალსაუკუნოვან სულიერ კავშირზე გაამახვილა ყურადღება.
მიტროპოლიტ კალისტრატეს დაბადებიდან 88 წელი შესრულდა
მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ხსოვნას პატივი მიაგო და მის სულიერ ღვაწლს მადლიერებით გამოეხმაურა.
წმინდა გაბრიელ სალოსის ხატებს და წმინდა ნაწილებს კანადის ოთხ ქალაქში მიაბრძანებენ
წმინდა გაბრიელ ქართველის ნაწილების შემცველი ხატისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „წილხვდომილობის“ ხატის მოგზაურობა კანადის ოთხ ქალაქში ღვთისმსახურებებით გაგრძელდება.