ფანარის ხელმძღვანელმა საშობაო წირვა-ლოცვა სტამბოლის „რუსულ“ თემში აღავლინა

პატრიარქი ბართოლომეოს შეხვედრა სტამბოლში, ვატოპედიის მონასტერის წმინდა ანდრიას მეტოქიონში. ფოტო: orthodoxtimes.com

2024 წლის 7 იანვარს, იულიუსის კალენდრით ქრისტეს შობის დღეს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ ღვთისმსახურება სტამბოლის რუსულენოვან საზოგადოებაში აღავლინა. წირვის მსვლელობა მსოფლიო საპატრიარქოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

შობის ღვთისმსახურება სტამბოლში, ვატოპედის მონასტრის წმინდა ანდრიას სახელობის მეტოქიონში აღევლინა.

ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ „შობა სწორედ ის დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს რუსებს, უკრაინელებს, ბერძნებს, რუმინელებს“ და სხვა ეროვნების წარმომადგენლებს.

„ამ დიდ დღესასწაულზე მე ვერ ვიქნებოდი  თქვენგან, ჩემი შვილებისგან შორს. შობა 25 დეკემბერს აღვნიშნეთ, მაგრამ რადგან ახლა ჩვენი სამწყსო იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს, არ შემეძლო არ მოვსულიყავი. <…> სამწუხაროდ, წმინდა ანდრიას ტაძრის მფარველ დღესასწაულზე ვერ მოვედი, ამიტომ დღეს ორმაგად მიხარია აქ ყოფნა - შობის დღესასწაულზე“, - განაცხადა ფანარის წინამძღვარმა.

როგორც მჟკ იტყობინება, პოლონეთის პრეზიდენტმა მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობა მიულოცა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.

ბაგების მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დროებითი ცვლილებაა

საკურთხეველში მიმდინარე სამუშაოების გამო, ღვთისმსახურება 26–27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით აღესრულება.