იერუსალიმის პატრიარქი იმედოვნებს ამანის შეხვედრის გაგრძელებას

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე. ფოტო: rg.profkiosk.ru

შეხვედრის წლისთავზე, რომელიც გაიმართა 2020 წლის 26 თებერვალს იოარდანიის ქალაქ ამანში, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოაქვეყნა ღია წერილი, სადაც მიმართა ადგილობრივ მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრებს და გაიხსენა, რისთვის იყო ჩაფიქრებული ამანის შეხვედრა და მოუწოდა, შემდგომშიც შედგეს შეხვედრები საერთო პრობლემების გადასაწყვეტად.  

კერძოდ, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ ისინი "იორდანიის ხაშიმიტის სამეფოში შეიკრიბნენ, რათა შეიქმნას ჩვენი საერთო საძმო,  ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის სახელით სიყვარულით დიალოგისკენ მისწრაფებით . ორდღიანი ლოცვისა და ძმური დისკუსიების შემდეგ ჩვენ გამოვედით მტკიცე მონდომებით უფრო ღრმა ურთიერთობისა და მოწადინებით ერთად გადაწყდეს ჩვენი საერთო პრობლემები."

პატრიარქის სიტყვებით, არავინ წინამძღვრებიდან მაშინ არ იცოდა, რომ შეხვედრა შედგა კორონავირუსის გლობალური პანდემიის დაწყებამდე, რომელმაც აიძულა "თავისი გული სასოწარკვეთილებისაგან აიმაღლოს და მიმართოს  უფალს, რომელიც იმედის მომცემია". ამ კონტექსტში იერუსალიმის ეკლესიის წინამძღვარმა გაიხსენა აწ განსვენებული სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, "რომელიც  ჩვენთან იორდანიაში იყო,  და ამჟამად უფალთან განისვენებს." ვაქცინის გამოგონების წყალობით, პატრიარქი სულმოუთქმელად ელოდება ნათელი დღეების დადგომას, და ეს "გვახსენებს ჩვენს საერთო ვალდებულებას, შევიკრიბოთ ლოცვისა და ურთიერთობისათვის. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ეს გახდეს შესაძლებელი ამ წელს."

"მოდით შემდგომშიც დავეხმაროთ ერთმანეთს ლოცვაში და ვეძებოთ საშუალებები, რომლითაც ჩვენი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები შეძლებენ ერთმანეთს მოუტანონ იმედი, ლოცვა-კურთხევა და სიხარული. რადგან, როგორც მოციქული პეტრე ამბობს:"ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული" (გალ.6:2)",-დაამატა პატრიარქმა.

ასევე პატრიარქმა თეოფილემ მოუწოდა ილოცონ "ჩვენი ძმისთვის, მისი უწმინდესობა პატრიარქი ბართლომესათვის, და ჩვენი ძმების მართლმამიდებელი წინამძღვრებისთვის, და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება "შესაძლებლობას ერთად იმსახურონ ერთობის განმტკიცებისათვის."

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ელჩი ისრაელში ისევ შეეცადა განეხილა პატრიარქ თეოფილესთან "მეუ-ს განვითარება."

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.