ეკ-ში ფანარიონს სურს გამოსვლა მსოფლიო მართლმადიდებლობის სახელით-უმე იერარქი

ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba

ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა), კიევის მიტროპოლიტის ვიკარიუსი და ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაური თვლის, რომ ფანარიონის მეთაურს სურს ერთპიროვნულად წარმოადგინოს ეკ-ში მართლმადებლობა. ამის შესახებ მეუფე ვიქტორმა თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა.

მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ 20 თებერვალს, მიტროპოლიტ ემანუელისადმი (ადამაკისი) მიმართვისას, მისი ქალკედონიის კათედრაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ „მართლმადიდებლური მოწმობა ბრიუსელში ევროპულ ინსტიტუტებთან“, რომელიც განხორციელდა მიტროპოლიტ ემანუელის მიერ კონსტანტინოპოლის პატრიარქატის სახელით, „დაიყო ნაწილებად და გაუარესდა სხვადასხვა მართლმადიდებლური ავტოკეფალიური ეკლესიების ბევრი წარმომადგენლობის არაგონივრული შექმნით“.

ეპისკოპოს ვიქტორის სიტყვებით, „პატრიარქ ბართლომეს მსგავსი განცხადებები მორიგ ჯერზე უსვამს ხაზს მის საკუთარ, პაპისეულ ამბიციებს, რომელთა თანახმადაც ის თვლის, რომ კონსტანტინოპოლის იურისდიქცია ვრცელდება ყველა ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიების ფარგლებს გარეთ“.

მეუფემ შეგვახსენა, რომ ევროკავშირის საერთაშორისო ინსტიტუტებთან შეიქმნა კონსტანტინოპოლის, რუსეთის, კვიპროსის, რუმინეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის ეკლესიის ოფისები და წარმომადგენლობები, ხოლო 2017 წელს შეიქმნა ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლობა.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ 2010 წელს შეიქმნა ევროკავშირთან მართლმადიდებელი ეკლესიების კომიტეტი, რომელიც მოწოდებულია ჩამოაყალიბოს საერთო პოზიცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რაც მოითხოვს „მართლმადიდებლურ მოწმობას“.

„ამის მიუხედავად, კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენლები ცდილობენ საკუთარი თავის მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლის ლიდერის სახით პოზიციონირებას. ეს იწვევს უთანხმოებას სხვა ავტოკეფალიური ეკლესიების წარმომადგენლების მხრიდან, რომელთაგან თითოეულს გააჩნია მისი ცალკეული ხმა ზემოთ აღნიშნული კომიტეტის მუშაობაში“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

გარდა ამისა, მღვდელმთავრის სიტყვებით, „ბერძნული ეკლესიის მღვდელმთავრის წოდების მქონე წარმომადგენლებშიც კი წარმოქმნა უთანხმოება კონსტანტინოპოლთან იმის გამო, რომ მათ ღვთისმსახურება განახორციელეს ტაძრებში, რომელიც მოწყობილია ბრიუსელში თავიანთი წარმომადგენლობების შენობებში, სადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქს გააჩნია ეპარქია, მიტროპოლიტ ათენაგორას მეთაურობით და რომელიც მოიცავს ბენილუქსის ქვეყნებს“.

მეუფე ვიქტორი თვლის, რომ „მსგავსი თეზისების გაჟღერებისას, პატრიარქი ბართლომე ხაზს უსვამს, რომ მისი აზრით, მხოლოდ კონსტანტინოპოლს აქვს უფლება გამოვიდეს მსოფლიო ეკლესიის სახელით, მიუთითებს მართლმადიდებლურ სამყაროში ფანარიონის მხრიდან უდაო და ერთპიროვნული ლიდერობის სურვილზე, რასაც არაერთხელ დაეთანხმნენ სხვა ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიები“, ხოლო ეკ-თან სხვა ეკლესიების წარმომადგენლობების „არაგონივრული“ შექმნის შესახებ სიტყვებით „პატრიარქი ბართლომე ხაზს უსვამს მის გულგრილ დამოკიდებულებას სხვა ავტოკეფალიური ეკლესიების  მიმართ“.

მღვლდელმთავრის აზრით, თუ პატრიარქი ბართლომე ნამდვილად გულწრფელად განიცდიდა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობას და მთლიანად, მართლმადიდებლობის ბედს, „მაშინ ის სიხარულით მიიღებდა სხვა ავტოკეფალიური ეკლესიების არსებობას ყველა საერთაშორისო ინსტიტუტში“, რადგანაც „საერთო, ერთიანი პოზიცია უფრო ძლიერს ხდის მართლმადიდებლური ეკლესიის ხმას, რადგან სახარების ქადაგება და „მართლმადიდებლური მოწმობა“ მოითხოვს გაერთიანებულ ძალისხმევას“.

ადრე, მჟკ წერდა, რომ ფანარიონის მეთაურის სიტყვებით, მართლმადიდებლურ მოწმობას მართლმადიდებლობის შესახებ ევროპაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის მხრიდან ხელს უშლიდნენ ავტოკეფალიური ეკლესიები.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებული სკოლა განაცხადებებს იღებს

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად „ელზას“ სკოლის 11 წარმატებული კურსდამთავრებული ჭრა-კერვის მიმართულებით პროფესიულ დონეზე სწავლას კვლავ გააგრძელებს.

დღეს ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აღსრულებულ საკვირველებას იხსენებს

ხონაში აღსრულებული სასწაულის დღესასწაული წმიდა არქიპოს ღვაწლსა და მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ტაძრის სასწაულებრივ გადარჩენას უკავშირდება.