სოფელ დელოვოში ტაძრის გარეშე დარჩენილი უმე-ს გაერთიანება ქუჩაში ლოცულობდა
საღმრთო ლიტურგია დელოვოში 21 თებერვალს ღია ცის ქვეშ. ფოტო: страница Хустской епархии УПЦ в Facebook.
2021 წლის 21 თებერვალს ზაკარპატიეს ოლქის რახოვსკის რაიონის სოფელ დელოვოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებამ, რომელსაც აკრძალული აქვს თავის ტაძარში შესვლა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტთა ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელებული ქმედებების გამო, აღასრულა საღმრთო ლიტურგია ღია ცის ქვეშ ხუტსკის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსის, უგოლსკის ეპისკოპოს სვიმეონის წინამძღვრობით, იუწყება თავის ფეისბუქ გვერდზე ეპარქია.
„მაღალყოვლადუსამღვდელოესმა სვიმეონმა, უგოლსკის ეპისკოპოსმა აღასრულა საზეიმო ლიტურგია რახოვსკის რაიონის სოფელ დელოვოში გაერთიანებასთან ერთად, რომელსაც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის განხეთქილების მომხრეებმა წაართვეს მიძინების ტაძარი“, - ნათქვამია უწყებაში.
ღვთისმსახურების დროს აღვლენილი იყო ლოცვა მშვიდობისთვის ეკლესიაში და სახელმწიფოში, კორონავირუსული ეპიდემიის შეწყვეტისთვის.
შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტებმა, ხელისუფლების მხარდაჭერით, მიიტაცეს სოფელ დელოვოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიძინების ტაძარი. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანების გადარეგისტრირება ახალი საეკლესიო სტრუქტურის სასარგებლოდ განიხილება სასამართლო წესით, თუმცა სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას გზას უხსნის ტაძრისკენ, უკვე შევიდა ძალაში.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, დელოვოს დევნილი გაერთიანება პატრიარქ ბართლომეს შესაგონებლად ლოცულობს.
წაიკითხეთ ასევე
სხალთის ეპარქიაში პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საჯარო ნათლობა ჩატარდება
სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ, ოქტომბერში, სხალთის ეპარქიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ეწვევა.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი აკურთხეს
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ქარხნის თანამშრომლებთან ერთად ჯვრის კურთხევის მსახურება აღასრულა.
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიმართა
საჩხერეში გამართულ სრულიად საქართველოს VIII კონკურს-ფესტივალზე „ქართული საგალობლები“ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ტრადიციული გალობის სტუდია „სიხარულის“ აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს.
საბერძნეთში ახალმოწამე ზლატას წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს
სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები სრულიად დაემთხვა ახალი მოწამე ზლატას ცხოვრებას, რაც ადასტურებდა წმინდანის აღმოჩენილი ნეშტის ნამდვილობას.
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა
საჩხერეში სრულიად საქართველოს მერვე კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ქუთაისში ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგების მქონე აბიტურიენტები დააჯილდოვეს
წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდოები და სიგელები გადასცეს.