დევნილი თემი დელოვოეში ლოცულობს, პატრიარქი ბართოლომეს შეგონებისთვის

არქიმანდრიტი ბენედიქტი(ხრომიი). ფოტო: скриншот youtube-канала mospat.ru

ზაკარპატის სოფელ დელოვოეში არქიმანდრიტი ბენედიქტი (ხრომიი), რომელიც სულიერად ასაზრდოებს  უმე-ს განდევნილ თემს ავრცელებს ვიდეო მიმართვას youtube-არხზე mospat.ru, სადაც მიმართავს ყველა მართმადიდებელ ქრისტიანს , რომ ილოცონ პატრიარქი ბართოლომეს და მისი თანამოაზრეების გონზე მოსასვლელად.

«ჩვენ ვლოცულობთ გზააბნეულთათვის, ვლოცულობთ აგრეთვე პატრიარქ ბართოლომესა და მისი თანამოაზრეებისათვის, რათა ღმერთმა შეაგონოს და მოალბოს მათი გულები», – თქვა არქიმანდრიტმა ბენედიქტმა.

არქიმანდიტრმა დაამატა, რომ იმის და მიუხედავად, რომ მეუ-მ წაგვართვა ტაძარი, უმე-ს შენარჩუნება მოხერხდა, მორწმუნეები აგრძელებენ ლოცვას პატარა სამრეკლოსთან და იძულებული არიან ყინვასა და თოვლში იდგნენ.

«სულში სიცივეა, გულში ცეცხლი ანთია, რადგან ჩვენთან არს ღმერთი, ჭეშმარიტება და სიმართლე. ასე არის ნათქვამი პავლეს ეპისტოლეში: "ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც სხვა რაიმე არსება ვერ გაგვყოფს ჩვენ ქრისტე ღმერთის სიყვარულისგან ". (რომ. 8: 38, 39 – რედ.). ჩვენს შემთხვევაში ვერც თოვლი, ვერც ყინვა, ვერც სიცივე, ვერც ქარი ვერ გაგვყოფს ჩვენ ღმერთის სიყვარულისგან», – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში მეუ-ს აქტივისტებმა სოფელ დელოვოეში ხელისუფლების ხელშეწყობით დაარბიეს და წაართვეს უმე-ს კუთვნილი ტაძარი. უმე-ს თემის დარეგისტრირებას ახალი ეკლესიური სტრუქტურის სასარგებლოდ განიხილავს სასამართლო, აქედან ერთ-ერთი კანონი, რომელიც მეუ-ს გზას უხსნიდა ტაძრისკენ, ძალაში შევიდა.

როგორც ადრე წერდა მჟკ , საკუთარი ტაძრიდან დევნილი უმე დელოვოეში ღია ცის ქვეშ ლოცულობს.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.