უმე იერარქი მოყვა პატრიარქ ირინეოსისა და ფანარიონის მეთაურს შორის საუბარზე

სერბეთის პატრიარქი ირინეი და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: pravoslavie.fm

ბარიშევის ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა), კიევის მიტროპოლიის ვიკარი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაური ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, სერბეთის საპატრიარქოს ჟურნალთან ინტერვიუში მოყვა საუბარზე, რომელიც შედგა პატრიარქ ირინეოსსა და ფანარიონის მეთაურს შორის, იტყობინება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

 ეპისკოპოსმა ვიქტორმა გაიხსენა შეხვედრა სერბეთის პატრიარქ ირინეოსთან, რომელსაც ადგილი ქონდა ბელგრადში მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში.

უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის დროს, პატრიარქმა ირინეოსმა, მეუფე ვიქტორის სიტყვებით, "ყველას წინაშე ღიად განაცხადა, რომ შეხვდა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს და პირდაპირ უთხრა მას:"თქვენი არაკანონიკური და მავნებლური ქმედებების გამო თქვენ პირადად ხართ დამნაშავე იმაში, რაც დღეს უკრაინაში ხდება."

"აი ასეთი პირდაპირი სიტყვები, ყოველგვარი დიპლომატიური ფორმულირების გარეშე. ჩვენთვის ეს მაშინ იყო დიდი მხარდაჭერა, ჩვენ გავიგეთ, რომ ჩვენ არა ვართ მარტო, რომ სხვა ადგილობრივი ეკლესიები გვემხრობიან საუკუნოვანი კანონიკური საეკლესიო აგებულების საფუძველზე,"- თქვა მეუფემ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ჩვენ ვარღვევთ კანონებს, "მაშინ თვითონვე ვიგდებთ ჩვენს თავს ეკლესიის მიღმა. თუ რამეს ვაშენებთ კანონების გვერდის ავლით, მაშინ ასეთი ნაგებობა განწირულია დროებითი არსებობისათვის."

"ეს როგორც მაცხოვრის სახარებისეულ სიტყვებშია გონიერ მშენებელზე, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა, და უგუნურზე, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი (მათე 7, 24-27). არ დაეცემა მხოლოდ ის ნაგებობა, რომელიც აშენებულია მყარ საფუძველზე, ჩვენს შემთხვევაში- ეკლესიურ კანონებზე,"-დაამატა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა გაიხსენა განსვენებული წინამძღვრის სიტყვები, რომელიც მან კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს  უკრაინაში მისი ჩარევის გამო უთხრა.

სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს

სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.

ეკლესია წმინდა იოაკიმე და ანას მოიხსენებს

წმინდა იოაკიმე ანა ითვლება უშვილოთა შემწეთ, ისინი განსაკუთრებით ეწევიანთ მათ ვისაც შვილი არ ჰყავთ.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.