დასავლეთი უმე-ს 13-მილიონიანი მრევლის რელიგიური უფლებების აიგნორებს
ტამასოსკის მიტროპოლიტი ისაია. ფოტო: romfea.gr
დასავლეთის ქვეყნებისა და პატრიარქ ბართლომეს ქმედებები უკრაინაში განხეთქილების მონაწილეთა აღიარებით გამოიწვიეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 13-მილიონიანი მრევლის რელიგიური უფლებების იგნორირება და საფრთხე შეუქმნეს მთელი მართლმადიდებლობის მომავალ ერთიანობას, განაცხადა გამომცემლობა «Ромфея»-სთან ინტერვიუში კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ტამასოსკის მიტროპოლიტმა ესაიამ.
ის თვლის, რომ დასავლეთისა და ფანარის ქმედებები „შერჩევითი და დისკრიმინაციულია 13 მილიონი უკრაინელი მართლმადიდებლის რელიგიური უფლებების მიმართ, რომლებსაც არ სურთ გაწყვიტონ კავშირი თავის დედა (როგორც ისინი აღიქვამენ) რუსულ ეკლესიასთან“. კვიპროსის იერარქმა აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შემდეგ უკრაინაში მართლმადიდებელ ეკლესიას აღიარებენ მხოლოდ ის ეკლესიები, რომლებიც ეკუთვნიან დასავლური გავლენის სფეროს და აცხადებენ, რომ კარგი ურთიერთობა და კავშირი აქვთ დასავლეთთან. და ეს ხდება იმიტომ, რომ „მოხდა მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიისა და ღვთისმეტყველების აღრევა სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკასთან, რის შედეგადაც მართლმადიდებლობის ერთიანობის მომავალი სერიუზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება“.
მიტროპოლიტი ესაია თვლის, რომ ამ გადაჯაჭვული საერთაშორისო ინტერესის პირისპირ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მართლმადიდებელი ეკლესიების დამოუკიდებლობა და თვითგამორკვევა წყდება არა მარტო ეკლესიის მიერ, არამედ სრულიად მართლმადიდებლური სინოდის მიერ, ეს პროცედურა კი დედა-ეკლესიიდან იწყება, ამას მოყვება მართლმადიდებელ ეკლესიათა სინოდი, რომელსაც უძღვება ამისთვის უფლებამოტასილი მსოფლიო პატრიარქი.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავარმა სიყვარული და მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი გაერთიანებების მიმართ და მოუწოდა მორწმუნეებს დარჩნენ კანონიკური ეკლესიის ერთგულები უნეტარესი ონოფრეს მეთაურობით.
სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს
სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.
ეკლესია წმინდა იოაკიმე და ანას მოიხსენებს
წმინდა იოაკიმე ანა ითვლება უშვილოთა შემწეთ, ისინი განსაკუთრებით ეწევიანთ მათ ვისაც შვილი არ ჰყავთ.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.