აქტივისტების ზეწოლით ს. გალინოვკის გაერთიანება მეუ-ში „გადავიდა“

უმე-ს გაერთიანება გალინოვკაში. ფოტო: news.church.ua

ვოლინსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის მოხელეებმა 4 თებერვალს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაში განახორციელეს უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის სოფელ გალინოვკის რელიგიური გაერთიანების წესდების გადარეგისტრირება  უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ ამ სტრუქტურის აქტივისტების პიკეტის ზეწოლის შედეგად, იუწყება უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება ვლადიმერ-ვოლინსკის ეპარქიის დეკანოზზე  სერგი გუზაზე დამოწმებით.

„აქციაში პრესის ჩართვა, საოლქო საბჭოს ზოგიერთი დეპუტატისა და იურისტების  მხარდაჭერა, უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მუქარა, რიმლებიც უფრო გაბედულად მოქმედებდნენ, რაც ასე ხატოვნად აისახა ვიდეოზე, თავისი საქმე გააკეთეს. წესდების რეგისტრაცია შედგა საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის პასუხისმგებელ თანამშრომელთა მიერ“, - აღნიშნა დეკანოზმა.

ის თვლის, რომ წესდების გადარეგისტრირება შეიძლება გახდეს  ვლადიმერ-ვოლინსკის რაიონის სოფელ გალინოვკის ღირსი სერგი რადონეჟელის ტაძრის რეიდერული მიტაცების ოფიციალური გამართლება უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტების მიერ.

მეუ-ს აქტივისტების პიკეტირება ვოლინსკის სამხარეო შენობასთან. ფოტო: news.church.ua

როგორც გვამცნობს მჟკ, 3 და 4 თებერვალს მეუ-ს აქტივისტებმა პიკეტირება გააკეთეს ვოლინსკის სამხარეო ადმინისტრაციაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში აღავლენს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.

21 სექტემბერს ღვთისმშობლობა აღინიშნება

ეს დღე ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი, ათორმეტთაგანი უძრავი დღესასწაულია.

ქარელის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) ქარელის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა.

ავსტრიამ 14 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლებში ჰიჯაბის ტარება აუკრძალა

2026/2027 სასწავლო წლიდან ავსტრიაში 14 წლამდე ასაკის გოგონებს მუსლიმური თავსაბურავის ტარება აეკრძალებათ.

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა

ვერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღესრულა.

მსოფლიო პატრიარქმა ოქსფორდში ადამიანის უფლებებზე ისაუბრა

ბართლომეოსმა სიტყვა წარმოთქვა ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლისა და რელიგიის ცენტრში და ტრისაგიონი აღნიშნა მიტროპოლიტ კალისტოს უერის საფლავთან.