უმაღლესი რადა გაამკაცრებს სასჯელს ლგბტ-ს უფლებების დარღვევისთვის

უმაღლეს რადაში სურთ გაამკაცრომ კანონი ლგბტ დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ფოტო: timeforaction.in.ua

უკრაინის უმაღლესი რადა  უახლოეს მომავალში გეგმავს განიხილოს კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლებიც ითვალისწინებენ სასჯელის გამკაცრებას ლგბტ და ტრანსსექსუალების უფლებების დარღვევის გამო, იუწყება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება რელიგიური ექსპერტის იური რეშეტნიკოვის დამოწმებით.

მისი მონაცემებით, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161 სტატიაში „მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევა მათი რასობრივი, ნაციონალური კუთვნილებიდან  და რელიგიასთან დამოკიდებულებიდან გამომდინარე“, არსებულ ნიშნებთან ერთად, იგეგმება „სექსუალური ორიენტაციისა და ტრანსსექსუალობის დამატება“.

სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული სტატიის მიხედვით - მსხვილი ჯარიმა, იძულებითი მუშაობა  გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების ჩამორთმევასთან ერთად, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

როგორც იუწყებოდა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი, ექსპერტებმა მიუთითეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრიმინაციაზე ახალ კანონპროექტში კაპელანობის შესახებ.

წაიკითხეთ ასევე

თელავში თეიმურაზ ყაზახაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა და 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სოფელ კლდეისში მე-10 საუკუნის აღდგენილი ეკლესია იკურთხა

 ტაძარი ღვთისმშობლობის დღესასწაულზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიად ეკურთხა.

თეთრიწყაროში ლექცია-სემინარი ჩატარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა და თემატური გამოფენა მოეწყო.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მარტვილში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

25 სექტემბერს, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი შიო III მარტვილის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

აზროვნების აკადემიას დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ეწვევა

შეხვედრის თემა იქნება „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ და პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობა ქრისტიანული ხედვის კონტექსტში.

მიტროპოლიტმა იოანემ ღვთისმშობლობაზე სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა

მღვდელმთავარმა 21 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ თერნალსა და ცხუნკურში იმსახურა.