კორჩინსკი– ხელისუფლებავ: წაართვით უმე-ს ლავრა, თორემ ამას ჩვენ ვიზამთ

დიმიტრი კორჩინსკი. ფოტო: скриншот ютуб-канала Корчинского

რადიკალური ორგანიზაცია ,, ძმობის’’ მეთაურმა დიმიტრი კორჩინსკიმ, 1992 წელს კიევო- პეჩორის ლავრის დარბევით ცნობილმა, თავის youtube არხზე განაცხადა, რომ ლავრაში ფსბ-ს აგენტები ცხოვრობენ, რომლებმაც ,,მოაშენეს უშნო შენობები’’, და მოუწოდა ხელისუფლებას წაართვას მეუ-ს ლავრა.

კორჩინსკიმ ფოტოები გადაიღო ლავრის სხვადასხვა ტაძრის ფონზე, საძმოს კორპუსისა და შენობების წინ, რომ დაემტკიცებინა, თითქოს უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის  მიერ აშენებულ კორპუსს არ აქვს არანაირი არქიტექტურული ფასეულობა, და ამ მიზეზით ხელისუფლებამ უნდა გააგდოს შენობიდან ბერები.რადიკალმა განაცხადა, რომ ,,კიევო-პეჩორის ლავრა XVIII საუკუნის ბოლოს საბოლოოდ მოექცა მოსკოვის ეკლესიის ბრჭყალებში (სინამდვილეში ლავრა იურიდიულად მოსკოვის ეკლესიის შემადგენლობაში შევიდა 1688 წელს – რედ.) და უცებ გაფუჭდა. ყველაფერი რაც აშენდა  XVIII საუკუნემდე – ლამაზია, საოცარია, ეს უკრაინული ბაროკოა, რომელიც მომდინარეობს იეზუიტური ბაროკოსგან. მაგრამ ის, რაც აშენდა XIX საუკუნეში, XX საუკუნის დასაწყისში– ეს ამაზრზენია».

მსგავსი ,,ამაზრზენობის’’ მაგალითან კორჩინსკიმ მოიყვანა ლავრის სატრაპეზო, რომელიც მას ახსენებს ,,ძელთა შორის დამჯდარ გომბესოს’’ . ,,საძმოს ‘’ ლიდერმა უწმაწური სიტყვებით მოიხსენია საძმოს კორპუსები და მათ უწოდა საქათმე, ბუტკა და ქოხი, რომლებიც ,,მოაშენეს მოსკოველმა  არსებებმა’’. მისი აზრით ასეთი შენობების ადგილი ,,მონასტრებსა და მეუზეუმებს’’  შორის არ არის. კორჩინსკი თვლის, რომ ХХ საუკუნის შენობები უკეთესია დაინგრეს, მაგრამ ,,ბეტონის ყუთების აშენება ქალაქის ცენტრში- დანაშაულია’’.

რადიკალის სიტყვებით, ლავრის საეკლესიო მაღაზიებში ჰყიდიან ,,ამულეტებს მაგიური გამოსახულებებით, ქრისტიანობის იმიტაციით’’.

«ბოლშევიკებმა ჩვენი სიწმინდეები დაამახინჯეს დანგრევით, მათი მემკვიდრეები კი ამახინჯებენ მოშენებებით, დანგრევას მოგვიანებით დაიწყებენ,- ემოციურად განაცხადა კორჩინსკიმ. - და მინდა ვიკითხო : სად არის კამბიონი, რომელმაც მისცა მათ ჩვენი სიწმინდეების მონაკვეთი? ახლა არის იმის წინაპირობა,რომ წავართვათ ლავრა, ისინი მას დაამახინჯებენ და გაანადგურებენ. წაართვით მათ ლავრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას იზამს უკრაინელი ხალხი. ამინ».

შეგახსენებთ, მეუ-ს შექმნის წინ კორჩინსკიმ მოუწოდა ,, სიყვარულით დავუწვათ მოსკოველ ბერებს წვერები’’, ხოლო მისი ,,საძმოს’’ წევრებმა 2018 წელს წმინდა მიძინების ტაძარში ჩაატარეს ღვთისმსახურება და იმუქრებოდნენ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიისთვის ,,მთლიანი ეკლესიის წართმევით’’.

სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს

სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.

ეკლესია წმინდა იოაკიმე და ანას მოიხსენებს

წმინდა იოაკიმე ანა ითვლება უშვილოთა შემწეთ, ისინი განსაკუთრებით ეწევიანთ მათ ვისაც შვილი არ ჰყავთ.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.