ინტერნეტში უმე-ის ჩერკასის მონასტერში ადამიანების ცემის ახალი ვიდეო გავრცელდა

ჩერკასის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მყოფ მრევლზე სამხედრო პირების თავდასხმა. ფოტო: скриншот видео Telegram-канала «Дозор на "Первом Казацком"»

ინტერნეტში გამოქვეყნდა უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური სამხედროების მიერ ჩერკასში ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის აღებისას უმე-ის მორწმუნეების სასტიკი ცემის ახალი კადრები. ცემის ვიდეო გამოქვეყნდა «Дозор на "Первом Казацком"» ტელეგრამ-არხზე.

კადრებში, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ორი ათეული ადამიანი ადის მონასტრის გალავანზე და იწყებს მონასტრის მრევლისა და სასულიერო პირების ცემას. შემდეგ გალავანზე აძვრებიან და მონასტრის ტერიტორიაზე მყოფ მრევლს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ და უხამს სიტყვებს ყვირიან.

ვიდეოში ასევე ჩანს, რომ სამხედროები არამარტო მამაკაცებს სცემენ, არამედ უბიძგებენ და მიწაზე აგდებენ ქალებს, მათ შორის მოხუც მონაზონს.

სახალხო დეპუტატმა არტემ დმიტრუკმა თქვა, რომ უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა თავდამსხმელებს, რომლებმაც მრევლზე ფიზიკურად იძალადეს.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ახლა ხდება უკრაინის ტერიტორიაზე! უმე-ის განადგურება! ჩერკასის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის მონასტერზე თავდასხმის ვიდეო. ვიდეო, რომელშიც ნათლად არის დაფიქსირებული თავდამსხმელების აგრესია, უმე-ის მორწმუნეების, ქალების, მღვდლების ცემა და მათი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების  - მოწმის ტელეფონების განადგურება“, - წერს ტელეგრამ-არხზე.

შეგახსენებთ, რომ მეუ-ს რაიდერებმა ჩერკასში მდებარე უმე-ის მონასტერი აიღეს, მორწმუნეები და სასულიერო პირები სცემეს.

როგორც მჟკ იტყობინება, ჩერკასის უმე-ის მონასტრის ერთ-ერთი დამპყრობელი იყო ცნობილი უკრაინელი ნაციონალისტი, უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური ჯარისკაცი დიმიტრი კუხარჩუკი.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.