ასობით ადამიანი გამოვიდა ბუქარესტში მიტროპოლიტი ლონგინის მხარდასაჭერად

მიტროპოლიტი ლონგინის მხარდასაჭერი აქცია ბუქარესტში, უკრაინის საელჩოსთან. ფოტო: spzh.news

მიტროპოლიტი ლონგინის მხარდასაჭერი აქცია ბუქარესტში, უკრაინის საელჩოსთან. ფოტო: spzh.news

2023 წლის 5 დეკემბერს, რუმინეთში, ბუქარესტში, უკრაინის საელჩოში დაიწყო აქცია მიტროპოლიტ ლონგინისა და უკრაინის რუმინულ ენოვანი მაცხოვრებლების მხარდასაჭერად, რომლებმაც სურთ დაიცვან თავიანთი უფლებები. იუწყება კორესპონდენტი.

11:00 საათისთვის უკრაინის საელჩოსთან უკვე 300-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბუქარესტის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავები გაგზავნა.

აქციის მონაწილეები უკრაინის ხელისუფლებისგან ითხოვენ შეწყდეს რეპრესიები მორწმუნეების მიმართ, მისცენ უკრაინელებს რელიგიური თავისუფლების გარანტია და ასევე დაცულ იქნას მიტროპოლიტ ლონგინის სიცოცხლის უსაფრთხოება.

„თუ ღმერთის წინააღმდეგი ხართ, მაშინ ვის მხარეს ხართ?“; "მეუფე ლონგინ, ჩვენ მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებით!"; „ჩვენ ვიცავთ რწმენას, რომელიც ჩვენმა მამებმა დაგვიტოვეს“; „არ დატოვოთ ობლები მამის, მეუფე ლონგინის გარეშე“; „იყავით კარგი მეზობლები და ძმები და არა რუსი ოკუპანტები“; "მეუფე ლონგინი რუმინელი მართლმადიდებელი მოწამეა უკრაინიდან", - წერია მშვიდობიანი აქციის მონაწილეების პლაკატებზე.

როგორც მჟკ იტყობინება, მიტროპოლიტმა ლონგინმა მადლობა გადაუხადა რუმინელებს მხარდაჭერისთვის.

ვრცელდება რუმინეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა

,, უფალი იესო ქრისტეს მიერი დიდი სიხარულით მოგმართავთ თქვენს უნეტარესობას, წმინდა სინოდის წევრებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ სისავსეს და გულითადად გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს.''-მიტროპოლიტი დანიელი.

ბულგარეთის პატრიარქი: ,,ბულგარეთს მუდამ უყვარდა მოძმე ქართველი ხალხი''

სოფიის მიტროპოლიტისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქ დანიელის მილოცვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით.

აშშ-ში საქართველოს საელჩომ საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა

მიღება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა — ღონისძიებაში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა მონაწილეობდა.

პატრიარქი თეოფილე III: „საქართველომ თავისი სარწმუნოება მიიტანა იერუსალიმში“

იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცა და ქართველი ხალხისა და წმინდა მიწის მრავალსაუკუნოვან სულიერ კავშირზე გაამახვილა ყურადღება.

მიტროპოლიტ კალისტრატეს დაბადებიდან 88 წელი შესრულდა

მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ხსოვნას პატივი მიაგო და მის სულიერ ღვაწლს მადლიერებით გამოეხმაურა.

წმინდა გაბრიელ სალოსის ხატებს და წმინდა ნაწილებს კანადის ოთხ ქალაქში მიაბრძანებენ

წმინდა გაბრიელ ქართველის ნაწილების შემცველი ხატისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „წილხვდომილობის“ ხატის მოგზაურობა კანადის ოთხ ქალაქში ღვთისმსახურებებით გაგრძელდება.